The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მესხი

ალექსანდრე მესხი
დაბადების თარიღი:2 მაისი, 1972  (52 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1995 წელს; ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა - 1998 წელს.

1998-2000წწ. - ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი; 2000 წლიდან ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; პადუას (იტალია) მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი, დროებითი პოზიცია; 2003-2005წწ. პიზის (იტალია) ნორმალური უმაღლესი სკოლა, პოსტდოქტორანტი; 2006 წლიდან ლაჰორის (პაკისტანი) სამთავრობო კოლეჯ-უნივერსიტეტის მათემატიკურ მეცნიერებათა სკოლის მოწვეული პროფესორი; 2009-2020წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2020 წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი; 2022 წლიდან თსუ ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური ანალიზის განყოფილების ხელმძღვანელი; საქართველოს წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციაში "ICMI", სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ფაკულტეტის წევრი და "STEM" პროგრამის მონაწილე, როგორც მათემატიკისა და აეროსივრცის ინჟინერიის პროფესორი, საერთაშორისო ჟურნალის  "ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის შრომები"-ს მთავარი რედაქტორი (rmi.tsu.geკვლევის ინტერესი: ჰარმონიული ანალიზის ინტეგრალური ოპერატორების წონის თეორია; "ფუნქციური სივრცეები, გამოყენებები კერძოწარმოებულებიან დიფერენციალურ განტოლებებში". 1997 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიანტი,  მიღებული აქვს გერმანიის მათემატიკური ასოციაციის პრემია ახალგაზრდა მათემატიკოსებისათვის (2000), 2002 და 2009 წლებში საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრემია ახალგაზრდა მეცნიერთათვის. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.38; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი: cte.ibsu.edu.ge; ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი: rmi.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის მათემატიკური საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი, პრეზიდენტი (2022-)
  • საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - ანდრია რაზმაძის სახელობის პრემია

გააზიარე: