შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ ჯიმითელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯიმითი, გურჯაანის რაიონი. იოსებ (ჯიმითელი) გეთიაშვილი იყო დაუმარცხებელი და ბეჭდაუდებელი ფალავანი ქართულ ჭიდაობაში. მას უამრავი ჯილდოა აქვს მოპოვებული არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც. მონაწილეობდა მეზობელ ქვეყნებში გამართულ შეჯიბრებებშიც და სამშობლოში დამარცხებული არასოდეს დაბრუნებულა. მისი ჭიდაობის მხილველები ჰყვებოდნენ, რომ მეტოქეზე ჯიქურ მიდიოდა და რკინისებრი გამძლეობით გამოირჩეოდა. იმდროინდელ პრესაში, რომელიც სისტემატურად აშუქებდა დედაქალაქში გამართულ საჭიდაო ტურნირებს, ნათქვამია, თუ როგორ დაამარცხა ჯიმითელმა ერთმანეთის მიყოლებით თედო ლილოელი და შაშო ვერელი. თბილისში პასპორტის გარეშე ცხოვრობდა, ამის გამო ჟანდარმებმა დაიჭირეს და ჯერ გუბერსკის ციხეში ჩასვეს, შემდეგ ორი წლით განჯაში გადაასახლეს. განჯაში იჭიდავა ზერტელ ტიელიძესთან, რომელიც წარმატებით დაამარცხა. სულ ბოლოს იოსებ ჯიმითელმა თბილისში, ნიკიტინების ცირკში, 1924 წელს იჭიდავა. მოჭიდავე. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.519
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |