შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მედეა მეზვრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო. დაამთავრა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1955 წლიდან იყო კომკავშირის თელავის რაიკომის მეორე, პირველი მდივანი. 1961 წლიდან - პარტიის საგარეჯოს რაიკომის მდივანი, მეორე მდივანი; 1963 წლიდან - თელავის, საგარეჯოს რაიაღმასკომების თავმჯდომარე; 1973 წლიდან - საქართველო კომპარტიის საგარეჯოს რაიკომის პირველი მდივანი. საგარეჯოს და თელავის გამგებელი, კახეთში პრეზიდენტის რწმუნებული; საქართველო სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. მის სახელს უკავშირდება თელავის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობა, თელავში ერეკლე მეფის ძეგლის დადგმა, დავით გარეჯის აღდგენა და სხვ. დიდი ღვაწლი და დამსახურება მიუძღვის საქართველოს და კერძოდ, მშობლიური კახეთის წინაშე. პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.548; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.316; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |