შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეგნატე იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მარტყოფი, გარდაბნის რაიონი. 1806 წელს კათალიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მღვდლად, ხოლო 1891 წელს საქართველოს ეგზარქოსმა იონამ დეკანოზად აკურთხეს. თავისი განსწავლულობის წყალობით იგი სამეფო კარის მწერალი გახდა. სამეფო კარზე ეგნატე იოსელიანს მრავალი სახელმწიფოებრივი დავალების შესრულება უხდებოდა. 1798 წელს მან სხვებთან ერთად გიორგი XII-ის დავალებით მონაწილეობა მიიღო კახეთისა და ელის (მეჯოგე-მომთაბარე მოსახლეობა კახეთსა და ქვემო ქართლში XVI-XIX საუკუნეებში) მოსახლეობის აღწერაში. მას გადაწერილი აქვს მრავალი ხელნაწერი, მათ შორის ეპისკოპოს კირილე ალექსანდრიელის (VII საუკუნე) წიგნი "საუნჯე", წმინდანთა ცხოვრება "წამება დავით და კონსტანტინესი" (მინაწერით - "გამოვსწერე უმეტნაკლებოდ მღვდელმან ეგნატი იოსელიანმან. წმინდანო ღვთისანო, მეოხებითა თქუენითა შემიწყალეთ მე"), სოლომონ ლიონიძის სიტყვა, წარმოთქმული ერეკლე II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მეფე კიროსის მოკლე ისტორია და სხვ. ეგნატე მარტყოფელი კალიგრაფიც იყო, სამეფო კარზე იგი უფლისწულებს ვარსკვლავთმრიცხველობასა და ფიზიკაში ამეცადინებდა. ისტორიკოს და საზოგადო მოღვაწის პლატონ იოსელიანის მამა. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.595
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |