The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სულიკო ბერიძე

სულიკო ბერიძე
Legal name:სულეიმან ბერიძე
Date of birth:1 February, 1927
Date of death:28 February, 1997  (at 70 years)
Burial location:მახინჯაური
Category:Sailor

Biography

დაბადების ადგილი: მახინჟაურის დასახლება, ხელვაჩაურის რაიონი.

1942 წელს სწავლა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვან ფაკულტეტზე დაიწყო; 1944 წელს საზღვაო პრაქტიკის გასავლელად ოდესის შავი ზღვის სანაოსნოს გემ - «Березинь» - ზე გაგზავნეს; პრაქტიკის გავლის შემდეგ კი სასწავლებელში აღარ დაბრუნებულა და მატროსად ცურვა ჯერ იმავე გემზე, 1947 წლამდე კი იმავე სანაოსნოს სხვა გემებზე განაგრძო; 1947 წელს სამშობლოში ბრუნდება და ბათუმის ნავსადგურის მაშველ-მყვინთავად იწყებს მუშაობას; 1952 წლიდან იგი სამუშაოდ კასპიის სანაოსნოში გადადის მატროსად; პარალელურად კი 1953-1954 წლებში სანაოსნოსთან არსებულ გემთწამყვანის კურსებს ამთავრებს და მცირე ფლოტილიის შტურმანის რანგში იქვე, კასპიის სანაოსნოს გემებზე ხდება მესამე, მეორე და კაპიტნის უფროსი თანაშემწე; 1957 წელს კვლავ სამშობლოში ბრუნდება და ამჯერად, ბათუმის ნავსადგურის პორტოფლოტის გემებზე განაგრძობს საქმიანობას, ჯერ კაპიტნის უფროს თანაშემწედ, მოგვიანებით კი კაპიტნად; 1968 წლიდან საქართველოში ახლად დაარსებული საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე აგრძელებს საზღვაო ბიოგრაფიას; 1968-1972 წწ. იყო კაპიტნის მეორე და უფროსი თანაშემწე, 1972 წელს კი წესისამებრ დამტკიცებული კაპიტანი ხდება და მომდევნო წლებში ჩვენი სანაოსნოს არაერთი გემის, მათ შორის: «Нефтегорск»-ის, «Самтредиа»-ს, «Алексеевка»-ს, «Художник Владимир Серов»-ისა   და მრავალი სხვა ტანკერისა და ბალკერის ეკიპაჟს მეთაურობდა. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: