შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ კოსტავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი 1960 წელს. 1960-1962წწ. - ქუთაისის საავტომობილო ქარხანა, ინჟინერ-ტექნილოგი და კონსტრუქტორი; 1962 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის ცენტრალური ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1986 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი და სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1989-1993წწ. - ქუთაისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი; პარალელურად - მოსკოვის მართვის აკადემია და "ცნიიტმაში; სხვადასხვა დროს აწარმოებდა კვლევას და კითხულობდა ლექციებს პრაღის, ვროცლავის და პეტერბურგის ტექნიკურ უნივერსიტეტებში; 1991 წლიდან იყო ქუთაისის პრეფექტი. 1991 წლიდან - გელათის სასულიერო აკადემიის პროფესორი; 1997 წლიდან - აკადემიკოსი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავდა ლითონების სიმტკიცის, მაღალი წნევების გამოყენების საკითხებს, ხახუნის თეორიას, ცვეთის პროცესების მოდელირებას და სხვ. ავტორია 130-ზე მეტი შრომის, 82 გამოგონების და პატენტის. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1982). მიღებული აქვს რუსეთის მინისტრთა საბჭოს პრემია (1986). წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.95; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.44; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge;საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 186 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |