შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მაყაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, სპეციალობით "სამრეწველო საწარმოთა და დანადგართა ელექტრიფიკაცია" ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1962 წელს. მუშაობა დაიწყო ინჟინრად "საქენერგოს" გურჯაანის ელექტროქსელში. 1963 წელს გადაყვანილ იქნა "საქენერგოს" ცენტრალურ ლაბორატორიაში. 1968-1970წწ. იმყოფებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში. 1970-1974წწ. - "საქენერგოგაწყობა", საამქროს უფროსი; 1974-1980წწ. - მარნეულის მაღალი ძაბვის საქსელო საწარმოს მთავარი ინჟინერი; 1980-1983წწ. - "საქენერგოს" საქსელო საწარმოს მთავარი ინჟინერი; 1983-1988წწ. - თბილსრესის დირექტორი; 1988-1991წწ. - "საქენერგოგაწყობის" დირექტორი; 1991-1994წწ. - "საქენერგოექსპლუატაციის", შემდეგ კი "საქენერგორემონტის" გენერალური დირექტორი; 1994-1996წწ. - დეპარტამენტ "საქენერგოს" თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1996-1999წწ. - სკ "საქენერგოგენერაციის" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. 2002 წელს ხელმძღვანელობდა სსიპ "ენერგოგენერაციის" ტექნიკურ სექტორს. აქტიურად თანამშრომლობდა სამეცნიერო-კვლევით და საპროექტო ინსტიტუტებთან, მსოფლიო ბანკთან, გერმანიის საკრედიტო ბანკთან. ხელმძღვანელობდა ელექტროსადგურებზე სარეაბილიტაციო პროგრამების მომზადებასა და მათ შესრულებას. იყო არაერთი მნიშვნელოვანი რაციონალიზატორული წინადადების, გამოგონებისა და სამეცნიერო სტატიის ავტორი. დაჯილდოებული იყო საკავშირო სამკერდე ნიშნით "Ветеран энергетики". წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.105-106; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.211-212 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |