შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლალი ჯაფარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1982 წლიდან მუშაობს თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლიტერატურულ სტუდიაში; პირველი ლექსები დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკარში", 1968 წელს; 1979 წელს გამომცემლობა "მერანში" გამოვიდა მისი პირველი ლირიკული ლექსების წიგნი "მზეკარა"; 1986 წელს, იმავე გამომცემლობამ დასტამბა მისი ლირიკული ლექსების მეორე წიგნი "აპრილის ცრემლი"; წლების მანძილზე მისი ლირიკული და საბავშვო ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალებში "ცისკარი" და "მნათობი", გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში"; 1985 წელს, ნოდარ დუმბაძის რეკომენდაციით, გამომცემლობა "ნაკადულმა" გამოსცა მისი საბავშვო ლექსების პირველი კრებული "ქარი და ციყვები"; 2000 წელს გამოიცა საბავშვო ლექსების წიგნი "ყველა ფურცელი საჩუქარია", აღნიშნული კრებული მიეძღვნა ნოდარ დუმბაძის ხსოვნას. 2007 წელს, გამომცემლობა "შემეცნებამ" გამოსცა ლალი ჯაფარაშვილის საბავშვო ლექსების სახალისო კრებული "ყველაფერი თავდაყირა"; გამომცემლობა "ანბანში" გამოიცა საბავშვო ლექსების წიგნი "შენთვის ვიზრდები, მამულო"; გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გამოსცა საბავშვო წიგნი მხიარული ხმები, რომლის ტექტსიც გადმოაქართულა ლალი ჯაფარაშვილმა. წყარო: მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე: საბავშვო მწერლები: tsignipedia.ge; საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი: fundlibo.blogspot.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |