The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯიმშერ პეტრიაშვილი

ჯიმშერ პეტრიაშვილი
Date of birth:1933
Date of death:2009  (at 76 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო ხოდაშენი, ახმეტის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1955 წელს.

დაიწყო მუშაობა "საქმთავარენერგოს" ცენტრალურ ლაბორატორიაში. აქ მან განვლო გზა რიგითი ინჟინრიდან ავტომატიკის სამსახურის უფროსამდე. მას მრავალ მნიშვნელოვან ენერგოობიექტზე მოუწია მუშაობა - ლაჯანურჰესი, ხრამჰესი-I, ხრამჰესი-II, შაორჰესი, დიდი ნავთლუღის 220 კვ. ელექტროქვესადგური, 220 კვ. და 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზების და ელექტროქვესადგურების მშენებლობა და ამოქმედება. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ჰესების დისტანციურ-ავტომატიზებული მართვა; თითქმის 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა "თბილსრესს"; მისი ძალისხმევით ამოქმედდა ექვსი ენერგობლოკი და "თბილსრესი" მაშინ ყველაზე მძლავრი და საიმედო ელექტროსადგური გახდა მთელ კავკასიაში, რომელიც წელიწადში რვა მილიარდამდე კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა; უკანაკნელ ხანს "საცხენჰესის" ტექნიკურ დირექტორად მუშაობდა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გამოჩენილი ქართველი ენერგეტიკოსი.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.120-121

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: