The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ თალაკვაძე

ოთარ თალაკვაძე
სხვა სახელი:თალახო თალაკვაძე
დაბადების თარიღი:1925
გარდაცვ. თარიღი:17 ივლისი, 1999  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქალაქი სიმფეროპოლი, ყირიმი
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.        

1944-1949 წლებში სწავლობდა დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი 1949 წელს; ვლადივოსტოკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (ДВВИМУ).

სასწავლებლის დასრულების შემდეგ რამდენიმე თანაკურსელთან ერთად განაწილებით შორეულ აღმოსავლეთში, თავდაპირველად ამურის ნიკოლაევსკში, იქედან კი კუნძულ სახალინზე აღმოჩნდა; 1950 წელს ცურვა სახალინის საზღვაო სანაოსნოს გემებზე დაიწყო და საზღვაო ნათლობაც სწორედ იქ მიიღო; იქვე გახდა შორეული ნაოსნობის შტურმანი; 32 წლის მანძილზე მოუწია ცურვა შორეულ აღმოსავლეთში; გაიარა მეზღვაურობის ყველა საფეხური მატროსობიდან გემ «КАТАНГЛИ»-ს კაპიტნობამდე; ცურავდა იაპონიის, კორეის, ჩინეთისა და კუბის მიმართულებით, 1981 წელს კი მშობლიურ ბათუმს დაუბრუნდა და კაპიტნად საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე განაგრძო; მოგვიანებით იყო კაპიტან-დამრიგებელიც, მცირე ხნით ბათუმის ნავსადგურშიც საქმიანობდა; სიცოცხლის უკანასკნელი წლები ყირიმში გაატარა, სადაც გარდაიცვალა. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: