შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დათიკო შევარდნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელი. სამი წელი მუშაობდა ნოვოროსიისკში პორტის მუშების უფროსად. ბრწყინვალედ იცოდა რუსული და სხვადასხვა დროს მუშაობდა ასკანის, ბასილეთის, ლიხაურის სასოფლო საზოგადოებების მწერლად. 1900 წლიდან იყო ჩოხატაურის სოფლის მწერალი. თანამდებობას იყენებდა რევოლუციური საქმიანობისთვის. ამზადებდა ყალბ საბუთებს და პოლიციის საიდუმლო ცნობებს ატყობინებდა რევოლუციონერებს. სოფელ გორაბერეჟოულში მუშაობდა თავად ერისთავის მდივნად და საქმისმწარმოებლად. დაჯილდოებული იყო პოეტური ნიჭითაც და წერდა ლექსებს. 1904 წელს დათიკო შევარდნაძეს დაუპირისპირდა გურიის რევოლუციური კომიტეტი. ამ დროს ის მუშაობდა ბახვის სასოფლო საზოგადოების მწერლად. დათიკო შევარდნაძე გურიაში აღარ გაჩერდა და სამეგრელოში გადავიდა, სხვა ცნობებით კი რაჭა-ლეჩხუმში და იქ გააგრძელა არალეგალური საქმიანობა. მალე ლეჩხუმში დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში ჩასვეს. 1905 წელს შევარდნაძემ ციხე დატოვა. 1904-1905 წლებში მონაწილეობდა წითელი რაზმების ჩამოყალიბებაში ხონსა და რაჭა-ლეჩხუმში, ასევე მონაწილეობდა რაზმის წევრთა გაწვრთნა-მომზადებაში. 1905 წელს დაბრუნდა გურიაში. იყო ნასაკირალის ბრძოლის ერთ-ერთი მეთაური, ამ ბრძოლის დროს ასისთავის ფუნქციებს ასრულებდა. ბრძოლაში გურულმა გლეხებმა ხელისუფლების ძალები დაამარცხეს. ასევე მონაწილეობდა 1905 წელს ბახვში გამართულ შეხვედრაში სულთან კრიმ-გირეისთან, როდესად გურულებმა მეფის ელჩს "ბახვის მანიფესტი" წარუდგინეს. 1906 წლის ბოლოს დათიკო შევარდნაძე, როგორც რევოლუციური მოძრაობის ყველაზე აქტიური და თვალსაჩინო წევრი, მონაწილეობდა წითელრაზმელთა ერთიანი წარმომადგენლების შეკრებაში, რომელიც კახეთში გაიმართა. რევოლუციის დამარცხების შემდეგ, რეაქციის წლებში, ხელისუფლება აგრძელებდა მის დევნას. 1909 წელს დათიკო შევარდნაძე სხვა პირებთან ერთად ჩოხატაურის ბაზარს დაესხა თავს. სხვადასხვა წლებში მან სიცოცხლეს გამოასალმა ხიდისთავის მამასახლისი თავართქილაძე, ჯაშუში სიმონიშვილი, ანთაძე, სიამაშვილი, სტრაჟნიკების მეთაური აჭარელი ქუცურ-ბეგი და სხვები. ეს უკანასკნელი მან ტერორისტ მათითაიშვილთან ერთად ბერეჟოულში ერისთავის სასახლის წინ მოკლა. ტერორისტი და რევოლუციონერი. წყარო: გურული ფირალები / ირაკლი მახარაძე.-თბ.,2008.-გვ.130-140
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |