The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ სირაძე

ანზორ სირაძე
დაბადების თარიღი:1937
გარდაცვ. თარიღი:2009  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1962 წელს.

სტუდენტობის წლებში აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მუშაობაში; მჭიდრო კავშირი ჰქონდა დამყარებული წარმოებასთან; თბილისი N2 ავტოსარემონტო ქარხნისათვის დამოუკიდებლად შეიმუშავა ავტომობილის ძრავის მუხლა ლილვების ყელის ლენტით გაკრიალების სპეციალური სტენდი. 1962 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის სხვადასხვა თანამდებობებზე (უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე); 1970-1973წწ. შეთავსებით მუშაობდა მანქანათმშენებლობისა და ელექტროტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ("პტნიიმე") ფინიშური დამუშავების სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიის უფროსის მოადგილედ. მისი ავტორობით და უშუალო მონაწილეობით ჩამოყალიბდა და ამოქმედდა ბევრი უბანი მანქანათმშენებლობის ტექნილოგიის სხვადასხვა პრობლემების გამოსაკვლევად. მისი კვლევების ბევრი შედეგი და გამოგონება წარმოებაშია დანერგილი. 144 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მეცნიერი, პედაგოგი, პროფესორი.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.131-132


გააზიარე: