The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სულეიმან აბუ ლაიალი

Other name:"აბუ საჰრი" (ჯადოქარი)
"აბუ სუმრათი" (წყვდიადის მამა)
"ასადულ ლაილი" (ღამის ლომი)
"მიზრაკლი" (დიდი)
Date of birth:1694
Date of death:14 May, 1762  (at 68 years)
Burial location:ბაღდადი, ერაყი
Category:Public official, Historical Person, Politician, Military Person

Biography

 სულეიმან აბუ ლაილი ("ღამის მამა") 12 წლის წაიყვანეს უცხოეთში და ერაყის გამგებელს, ჰასან-ფაშას მონად მიჰყიდეს. ნიჭისა და მამაცობისათვის ჰასან-ფაშამ იგი მონობიდან გაათავისუფლა და დააწინაურა. 1733 წელს მას მირმირანის (მთავარსარდლის) ტიტული უბოძეს და ქაჰიის (ფაშას მოადგილის) თანამდებობაზე დანიშნეს. 1747 წელს ადანის გამგებლად გადაიყვანეს, იქიდან, ერთი წლის შემდეგ, ბასრის მუთასალიმად (გამგებლად) გაგზავნეს, ხოლო 1749 წელს ერაყის გამგებელი გახდა. ბრძოლას ძირითადად ღამე იწყებდა. ამ სამხედრო მანევრების გამო არაბებმა ქართველი აღა შესაბამისი მეტსახელებით შეამკეს: "აბუ საჰრი" (ჯადოქარი), "აბუ სუმრათი" (წყვდიადის მამა), "ასადულ ლაილი" (ღამის ლომი) და "მიზრაკლი" (დიდი). სულეიმანის ზეობით იწყება ერაყში მამლუქთა გამგებლობის ხანა. ერაყის გამგებელი, წარმოშობით ქართველი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. IX.-თბ., 1985.-გვ. 600; ქართველები მსოფლიო ისტორიაში : 15 ტომად. ტომი 10, ერაყი, ლიბია, ინდოეთი, ჩინეთი, მონღოლეთი, ტაილანდი, კორეა / გიორგი კალანდია.-თბ.,2021.-18-19


Share: