შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ქუთათელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადბეის ადგილი: სოფელი ივანდიდი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი. 1914-1918წწ. I მსოფლიო ომამდე ვეტერინარად მსახურობდა ყარსის 26-ე სასაზღვრო ბრიგადაში, ომის წლებში - კავკასიის არმიაში; ჰქონდა კოლეგიის ასესორის წოდება; 1917 წელს თბილისში დაბრუნდა, შემდეგ მსახურობდა ექიმად საქართველოს ჯარის მე-2 საარტილერიო ბრიგადაში; თადარიგში გასვლის შემდეგ, 1921 წლის მაისამდე იყო საქართველოს არმიის ვეტერინარული სამმართველოს ხელმძღვანელი, თანამშრომლობდა ჟურნალში "ჯარი და ერი", შემდეგ ეწეოდა კერძო პრაქტიკას; გასაბჭოების შემდეგ თანაუგრძნობდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას და იყო "სამხედრო ცენტრის" წევრი, ეროვნულ-დემოკრატების სამხედრო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილე; 1923 წელს დააპატიმრეს და სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად დახვრიტეს თბილისში, ახლანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე; სამხედრო ბეითალი (ვეტერინარი-ექიმი); 1922-1923წწ. ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე. აზნაური. წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი: 1923 წელს დახვრეტილი ქართველი სამხედროები: idfi.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |