The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი (კახა) კახაბრიშვილი

გიორგი (კახა) კახაბრიშვილი
დაბადების თარიღი:1946
გარდაცვ. თარიღი:20 მაისი, 2021  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1972 წელს.

1970-1975 წწ. საქარველოს ტელევიზია, რეჟისორი; 1975-1988 წწ. საქართველოს ტელევიზია, მთავარი რეჟისორი; 1988–1994 წწ. რეჟისორი; 1994-1999 წწ. საქტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარის მოადგილე; 1999-2004 წწ. გაერთიანება "თეატრონის" ხელმძღვანელი; 2006-2013 წწ. "საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტის" რექტორი; 1995 დაარსა "საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტი". ფილმოგრაფია: "გზაჯვარედინზე" (1, 2, 3 ნაწილი, დამდგმელი რეჟისორი მ. თუმანიშვილი, 1972), "მე შენ მიყვარხარ" (1973), "ძალად ექიმი" (დამდგმელი რეჟისორი მ. თუმანიშვილი, 1973), "ხიდი" (1, 2 ნაწილი, დამდგმელი რეჟისორი მ. თუმანიშვილი, 1974), "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორნწინეს" (1975), "უჩინმაჩინის ქუდი" (1976), "გვადი ბიგვა" (1, 2, 3 სერია, 1977), "საბა ტაბიძის ორშაბათები" (1978), "შალიკო ხვინგიაძის თავგადასავალი" (1978), "კავკასიური ცარცის წრე" (დამდგმელი რეჟისორი რ. სტურუა, რ. ხოტივართან ერთად, 1979), "ვაზის ყვავილობა" (1, 2, 3, 4, 5 სერია, 1981), "ხორუმი ქართული ცეკვაა" (1, 2 ნაწილი, 1982), "მტრედის მოტანილი ბარათები" (1, 2, 3, 4 სერია, 1985), "ვირის ჩრდილი" (1988). გ. კახაბრიშვილის თითქმის ყველა დადგმა (ფილმი) იხილეთ მის ოფიციალურ YouTube გვერდზე: youtube.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი

გააზიარე: