შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ შავგულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი სამთო ინჟინრის კვალიფიკაციით 1954 წელს. 1955 წელს სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მიიწვიეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მხაზველობითი გეომეტრიის კათედრაზე. ამ პერიოდიდან მოყოლებული, იგი სიცოცხლის ბოლომდე მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის სწავლებისა და განვითარების საქმეს ემსახურებოდა; 1967 წელს გამომცემლობა "განათლებამ" გამოსცა მისი პირველი ორიგინალური სახელმძღვანელო "ტექნიკური ხაზვა"; 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მას დოცენტის სამეცნიერო წოდება მიენიჭა; იგი იყო პირველი ქართველი პედაგოგი, რომელიც სტუდენტებისა და საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის ტელეგაკვეთილებს ატარებდა ხაზვაში; 1978 წელს იგი აირჩიეს მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრის გამგედ. ავტორია 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთა შორის მრავალი მონოგრაფია და სახელმძღვანელოა. უდიდესი ღვაწლი დასდო ტექნიკურ უნივერსიტეტში საგამომცემლო საქმის ტრადიციების გაღრმავებასა და განვითარებას. გამოჩენილი ინჟინერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (1977). წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.150-151; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.298 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |