შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ხარატიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ქართველ ჰიდროგეოლოგებთან ერთად სტუდენტობიდანვე მონაწილეობდა აგეგმვით სამუშაოებში. მნივნელოვანი როლი შეასრულა მიწისქვეშა წყლების სასმელი და სამეურნეო გამოყენების თვალსაზრისით ჰიდროგეოლოგიური საფუძვლების შექმნაში; მისი შრომითი საქმიანობის ამ პერიოდში საქართველოს ყველა მხარე ფეხით ჰქონდა შემოვლილი; საველე სამუშაოების პარალელურად, იგი აქტიურად ეუფლებოდა დარგის მეცნიერულ საფუძვლებსაც; ჰიდროგეოლოგიის განხრით იგი ერთ-ერთი პირველი ასპირანტი იყო. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული სტატია, სამეცნიერო შრომა; იყო ჰიდროლოგიური პარტიების, გეოლოგიური სამმართველოს განყოფილების, ხანგრძლივი დროის მანძილზე - ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ექსპედიციის ხელმძღვანელი; მისი საქმიანობა განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო სწორედ ამ ექსპედიციის ხელმძღვანელობისას; უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ სამეურნეო ორგანიზციას, რომელმაც მისი უშუალო მონაწილეობით ჩაატარა რიგი სხვადასხვა ხასიათის ჰიდროგეოლოგიური სამუშოები (მონიტორული დაკვირვებები, საექსპორტო დასკვნების გაცემა, კონკრეტული ობიექტების წყალმომარაგება და სხვ.). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქართული ჰიდროგეოლოგიური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი, მიწისქვეშა წყლების 30-ზე მეტი საბადოს აღმომჩენი. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.166-167 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |