შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოფიო ჭავჭავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წინანდალი, ყვარლის რაიონი. მშობლების გარდაეცვალების შემდეგ სოფიოზე მეურვეობა მისმა დამ, ნინომ და ძმამ, დავითმა იკისრეს. 1850 წელს, იგი ფინელ ბარონს, ალექსანდრე ნიკოლაის გაჰყვა ცოლად, რომელიც თბილისში კავკასიის გუბერნატორის არმიის შტაბის ხელმძღვანელად მუშაობდა. 1861 წელს ბარონი ნიკოლაი კიევში გადაიყვანეს და სოფიო მას თან გაჰყვა. მათი პირადი ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი; მათ ერთი ქალიშვილი – მარიამ (მაკა) ნიკოლაი შეეძინათ. 1862 წელს, როდესაც სოფიო 29 წლის ასაკში გარდაიცვალა, მარიამ ნიკოლაი პატარა გოგონა იყო. იგი საქართველოში გაიზარდა და გიორგი შერვაშიძეზე იქორწინა. სოფიო ჭავჭავაძე დაკრძალულია რუსეთში, ქალაქ ვიბორგში ეს ქალაქი რუსეთ-ფინეთის საზღვრამდე 38 კილომეტრში მდებარეობს. ალექსანდრე ჭავჭავაძის უმცროსი ქალიშვილი; ნინო, ეკატერინე და დავით ჭავჭავაძეების და. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: "ჭავჭავაძეების ოჯახი": nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |