სმითსონი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

ანთროპოლოგიის დეპარტამენტი

ჭავჭავაძეების საგვარეულო გერბი language image Georgian Version English Version

სოფიო ჭავჭავაძე (1833 – 1862)


სოფიო ჭავჭავაძე

სოფიო ჭავჭავაძე სილამაზით არ გამოირჩეოდა, ჩუმი და მოკრძალებული ქალიშვილი გახლდათ. მისი დაბადებიდან დიდი ხანი არ იყო გასული, როდესაც დედამისმა, სალომე ორბელიანმა, გრიგოლ ორბელიანს მისწერა: "... მას გასაოცარი შავი თმა, მშვენიერი შუბლი, უცნაურად შავი წარბ-წამწამი და წითელი ტუჩები აქვს. მისი ღიმილი გრძნობებს აგიშლის; მას გასაოცარი აგებულების ტანი აქვს და მისი ასაკისათვის უჩვეულო გონიერებას ამჟღავნებს..."

როდესაც სოფიოს მშობლები გარდაეცვალა, მისი მეურვეობა მისმა დამ, ნინომ და ძმამ, დავითმა იკისრეს. 1850 წელს, სოფიო ფინელ ბარონს, ალექსანდრე ნიკოლაის გაჰყვა ცოლად, რომელიც თბილისში კავკასიის გუბერნატორის არმიის შტაბის ხელმძღვანელად მუშაობდა. 1861 წელს ბარონი ნიკოლაი კიევში გადაიყვანეს და სოფიო მას თან გაჰყვა. ამ წყვილის პირადი ცხოვრების შესახებ მცირედი თუ ვიცით; თუმცა ცნობილია, რომ მათ ერთი ქალიშვილი – მარიამ (მაკა) ნიკოლაი შეეძინათ.

1862 წელს, როდესაც სოფიო 29 წლის ასაკში გარდაიცვალა, მარიამ ნიკოლაი პატარა გოგონა იყო. იგი საქართველოში გაიზარდა და გიორგი შერვაშიძეზე იქორწინა. სოფიო ჭავჭავაძე რუსეთში, ვიბორგშია დაკრძალული; ამ ადგილიდან რუსეთ-ფინეთის საზღვრამდე 38 კილომეტრია.


ბიბლიოგრაფიული წყაროები:

  1. მეუნარგია, იონა. დები ჭავჭავაძეები. ჟურნ.: ამარტა, 7, თბილისი, 2002.
  2. ჩიქოვანი, იური. თავადი ჭავჭავაძეები. თბილისი: არტანუჯი, 2002.
  3. Дюмин, Станислав, Чиковани, Юрий, ред. Дворянские роды Российской Империи. т. 6.Москва: Ликоминвест, 1998.

[ წინ ]