სმითსონი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

ანთროპოლოგიის დეპარტამენტი

ჭავჭავაძეების საგვარეულო გები language image Georgian Version English Version

მადლიერების გამოხატვა


წინამდებარე ვებ-გვერდი საქმის ერთგული პროფესიონალების კოლექტიური ძალისხმევის შედეგია, რომლებმაც მასალების შეგროვებასა და დასაბეჭდად მომზადებას მრავალი სამუშაო საათი მოანდომეს.

წინანდალთან დაკავშირებით განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ილია გიორგობიანს, სოციალურ მეცნიერებათა სპეციალისტს, რომელმაც ჭავჭავაძეების ოჯახის ისტორიის კვლევაში უდიდესი როლი შეასრულა. მაია კოკოჩაშვილს, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმის დირექტორს, რომელმაც ძალისხმეა არ დაიშურა და თავისი ფასდაუდებელი ცოდნა უშურველად გაგვიზიარა.

გიორგი ხარაბაძეს, წინანდლის პროექტის დირექტორს (პროექტისა, რომელიც "აბრეშუმის გზის ჯგუფის" ძირითად სარესტავრაციო ინიციატივას წარმოადგენს) და სანდრო ჩიხრაძეს, წინანდლის პროექტის დირექტორის მოადგილეს, რომლებიც მზად არიან, ცოდნა ჭავჭავაძეების ოჯახის შესახებ თანამემამულეებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს გაუზიარონ.

გიორგი რამიშვილს, "აბრეშუმის გზის ჯგუფის" დირექტორს, რომელიც წინანდლის მამულის აღდგენის  სამუშაოთა სულისჩამდგმელს წარმოადგენს.

ბორის გაგუას, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, რომლის ერთგული და კომპეტენტური დახმარების გარეშე ეს პროექტი საერთოდ არ იარსებებდა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და სმითსონის ინსტიტუტის ბიბლიოთეკების თანამშრომლობამ, რომელსაც ბ-ნი გაგუას ინიციატივით დაედო დასაბამი, უამრავ შესანიშნავ იდეას, ერთობლივ კვლევასა და პრაქტიკულ საქმიანობას ჩაუყარა საფუძველი. აგრეთვე მადლობას ვუხდი ბიბლიოთეკის მთელ პერსონალს, რომელთა კომენტარებმა და თარგმანებმა დიდად გაგვიადვილა ამ მასალის მომზადება. დიდი მადლიერებით მოვიხსენიებ ლალი კერესელიძეს, ია გორგიშელსა და დავით მჭედლიშვილს, რომლებმაც თარგმნეს ეს ვებ–გვერდი ქართულ ენაზე და განათავსეს მისი ქართული ვერსია ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ–საიტზე.

ჩემს თანამშრომლებთან მუშაობა ჩემთვის დიდ პიროვნულ და პროფესიული პატივია. ლენს კოსტელომ და ჯეიმზ სმითმა ამ ტექსტის გამართვა და რედაქტირება ითავეს. ლენსმა მთელი რიგი საკითხების (თვით მამულის დიზაინის ჩათვლით) შესახებ უამრავი ფასდაუდებელი წინადადება შემოგვთავაზა. ირაკლი ფიფიამ, ჩვენთან სტუმრად ჩამოსულმა მკვლევარმა, წინამდებარე საკითხი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე იკვლია და, შესაბამისად, მასალის გარკვეული ნაწილი მისი დაწერილი გახლავთ. მეთიუ მაქინესმა, ფანტაზიის უნარით დაჯილდოებულმა ახალგაზრდა, ნიჭიერმა სპეციალისტმა მამული დააპროექტა და ააგო. სამანთა გრაუბერგერი, ჩემი ადმინისტრაციული თანაშემწე, ყველა ადმინისტრაციული საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობდა და გუნდის ორგანიზებულ მუშაობას უზრუნველყოფდა.

დაბოლოს, მსურს ჩემი მადლიერება გამოვხატო პოლ მაიეილორის, აზიის კულტურული ისტორიის პროგრამის დირექტორი მიმართ, მისი პროფესიონალიზმის, ღრმა დაიტერესების, მეგობრული დამოკიდებულების, ხელმძღვანელობისა და მხარდაჭერის გამო.

ქეროლ მ. პ. ნევსი, ფილოსოფიის დოქტორი (PHD),
პოლიტიკისა და ანალიზის განყოფილების დირექტორი,
სმითსონის ინსტიტუტების ქსელი,
ქალაქი ვშინგტონი.

[ წინ ]