სმითსონი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

ანთროპოლოგიის დეპარტამენტი

ჭავჭავაძეების საგვარეულო გერბი language image Georgian Version English Version

შესავალი


 წინანდლის სასახლე წინანდლის სასახლე

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება წინანდალში!

ერთ-ერთ გამორჩეულ სათავადო მამულში, რომელიც საქართველოში, კერძოდ, კახეთის მხარეში მდებარეობს. წინანდალი ოთხი განსხვავებული ფენომენის ერთობლიობას წარმოადგენს და წინანდლის ადგილ-მამულთან, ჭავჭავაძეების საზაფხულო რეზიდენციასა და თეთრი ყურძნის რამდენიმე ვენახთან ასოცირდება. XIX საუკუნეში აგებული ეს სასახლე, ღვინის მარანი და ბაღები ჭავჭავაძეების შესანიშნავი ოჯახის ისტორიაზე მოგვითხრობს, მათი ამბავი კი ერთნაირად მიმზიდველი და მომხიბლავია როგორც ქართველების, ასევე უცხოელებისთვისაც.

ოჯახის პატრიარქი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, ლეგენდარული პიროვნება გახლდათ, რომელიც ყველა შემხვედრზე ერთნაირად წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა. ღრმა ცოდნა, განათლების მაღალი დონე და შეუვალობა ამ პიროვნებას საქართველოს იტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უფრო საყვარელ და პოპულარულ ფიგურად წარმოგვიდგენს. სწორედ მან შემოიტანა ჩვენს ქვეყანაში დასავლური ფასეულობები და სიახლეები, ხოლო ქართული ლიტერატურის განვითარებაში მის მიერ შეტანილი წვლილი ჭეშმარიტად ფასდაუდებელია.

მისი მეუღლისა და ქალიშვილების გულუხვი სტუმართმოყვარეობა და მათი კულტურული ინტერესები კიდევ ერთ დიდ დამსახურებად უნდა მივიჩნიოთ ჩვენი ქვეყნის მდიდარი ისტორიისა და მარად მფეთქავი სულიერების წინაშე. მისმა ორმა სახელოვანმა ქალიშვილმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ქართულ მწერლობაზე, ხელოვნებაზე, მუსიკასა და თვით პოლიტიკური მოვლენების განვითარებაზედაც კი. სამწუხაროდ, არსებობს დრამატული ისტორია, რომელიც მისი ვაჟის, დავითისა და უშუალოდ მისი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს და რომელმაც სრულიად კავკასიის რეგიონი შეცვალა.

სმითსონის მუზეუმთა ქსელისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისათვის დიდი პატივია მონაწილეობა მიიღოს ჭავჭავაძეების ოჯახის შესახებ ელექტრონული გვერდის შექმნაში, რადგან ამ ოჯახმა თავის თავში გააერთიანა ქართველი ერის სანუკვარი მისწრაფებები და უდიდესი წვლილი შეიტანა ერის შემოქმედებით განვითარებაში, მის თავისუფლებასა და ცხოველმყოფელობაში. წინამდებარე ვებ-გვერდი მიზნად ისახავს წინ წამოსწიოს საქართველოსა და დასავლური სამყაროს კულტურული კავშირების თემა, აგრეთვე სამართლიანობის, მორალის, კულტურისა და მოქალაქეობრივი შეგნების იდეალები. თუმცა იგი ჭავჭავაძეების დიდებული ოჯახის გამორჩეული ასპექტების კვლევას ეძღვნება, ამ ვებ-გვერდმა, შესაძლოა, ჭავჭავაძეების ოჯახისა და სხვა გამოჩენილი ქართველების შესახებ გაცილებით მეტი ინფორმაციის მოპოვების სურვილიც აღძრას.

 

[ წინ ]