
დავით ჭავჭავაძე
შესავალი
ქეროლ ნევესმა, სმიტსონის ინსტიტუტის პოლიტიკისა და ანალიზის სამსახურის დირექტორმა, დავით ჭავჭავაძე შემდეგნაირად დაახასიათა:
პოლიტიკისა და ანალიზის სამსახურმა დავით ჭავჭავაძისაგან აიღო ინტერვიუ, რომელიც ამ სტატიას ერთვის. იხილეთ.
საგვარეულო გენეალოგია
დავით ჭავჭავაძის ოჯახის გენეალოგიური შტო დიდგვაროვანთა სიჭარბით გამოირჩევა. დედის მხრიდან იგი რომანოვების რუსულ სამეფო გვარს ეკუთვნის. დედამისი, პრინცესა ანა, ნიკოლოზ I-ის, რუსთა იმპერატრიცა ეკატერინე დიდის, აგრეთვე დანიის მეფის, ქრისტიან IX-ისა და საბერძნეთის მეფის, გეორგ I-ის შთამომავალი იყო. მამამისი, პავლე ჭავჭავაძე საქართველოში, კახეთში მცხოვრები თავადების, ჭავჭავაძეების ოჯახიდან გახლდათ
და საქართველოს ბოლო მეფეს, გიორგი XII-ეს პირდაპირი ხაზით ენათესავებოდა.
დავითის ბებია მარია როდზიანკო და ბაბუა ალექსანდრე ჭავჭავაძე კავკასიაში, კისლოვოდსკში შეხვდნენ და ხანმოკლე მიჯნურობის შემდეგ, 1896 წელს, დაქორწინდნენ კიდეც. ეს წყვილი რუსეთში ცხოვრობდა, სადაც მათ სამი შვილი – პავლე, გიორგი და მარინა შეეძინათ. 1917 წელს, მათი განქორწინების შემდეგ, ალექსანდრე საქართველოში დაბრუნდა. 1921 წელს, საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, იგი ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და ათი წლის განმავლობაში დატუსაღებული ჰყავდათ.

ალექსანდრე თავის დასთან სოფიოსთან და შვილებთან პოლთან, გიორგისთან და მარინასთან ერთად.
სამწუხაროდ, ქრთამმა არ იმოქმედა; ალექსანდრე მალე გაათავისუფლეს, მაგრამ ისევ დააპატიმრეს. 1931 წელს ბოლშევიკებმა იგი სიკვდილით დასაჯეს.
დავითის მამა, პავლე ჭავჭავაძე, ალექსანდრესა და მარიას შვილებიდან ერთ-ერთი, 1899 წელს რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში დაიბადა. ბავშვობაში მას საშუალება მიეცა წინანდალში ჩამოსულიყო, სადაც – ამ ულამაზეს მამულში – მამამისის წინაპრები ხელოვნების, ლიტერატურისა და პოლიტიკის სფეროს ბრწყინვალე წარმომადგენლებს მასპინძლობდნენ. 18 წლის ასაკში, იგი წინანდალს მეორედ და უკანასკნელად ეწვია. ამ ვიზიტის დროს იგი მამამისთან, ალექსანდრესთან ერთად იყო. აქ მან უკანასკნელად ნახა მამა, რომელიც მალე საქართველოში ბოლშევიკების ძალადობის მსხვერპლი გახდა.
დავითის დედას, ნინას, პავლე პირველად ექვსი წლის ასაკში შეხვდა, ხოლო ნინა ამ შეხვედრის დროს 7 წლის იყო. ეს შეხვედრა 1908 წელს რომში, ინგლისის საელჩოში გამართული წვეულების დროს მოხდა. პრინცესა ნინას, როგორც რუსეთის სამეფო ოჯახის წევრს, უფლება ჰქონდა, პარტნიორი თავად შეერჩია და მან პავლე აირჩია. მრავალი წლის შემდეგ ისინი კვლავ შეხვდნენ ლონდონში. 1922 წლის 3 სექტემბერს, მათი ქორწინების დღისათვის, მსოფლიო რადიკალურად იყო შეცვლილი; რუსეთში ფეოდალური სისტემის დაცემასა და ბოლშევიკების აღზევებას საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ანექსია მოჰყვა. მათი, როგორც არისტოკრატების, ქონების დიდი ნაწილი რევოლუციის დროს დაიკარგა, მაგრამ მატერიალური დანაკარგების გამო არასოდეს დაუჩივლიათ.

დავით ჭავჭავაძე 1938 წელს
ადრეული წლები
დავით ჭავჭავაძე 1924 წელს ლონდონში დაიბადა. ერთი წლის ასაკში რუსი ძიძა, ვერა ალექსანდრეს
ასული ნაგოვსკაია, აუყვანეს; იგი 30 წელს გადაცილებული ქალი იყო, რომელიც რევოლუციური რუსეთის ქაოსს გამოექცა და 1919 წელს ინგლისში ჩავიდა. იგი ჭავჭავაძეების ოჯახში 13 წლის
განმავლობაში ცხოვრობდა და იგი იყო პასუხისმგებელი დავითის აღზრდაზე,
ვიდრე მისი მშობლები, რომლებსაც, ერთგვარად, ნაკლები კონტაქტი ჰქონდათ შვილთან. მისი წყალობით დავითმა კარგად შეისწავლა რუსული ენა და სიამაყე გაუჩნდა თავისი რუსული წარმომავლობის გამო. ძიძა უყვებოდა თავისი ცხოვრებისა და ოჯახის შესახებ და ამით დავითმა რუსული სოფლის ცხოვრების სტილი გაიცნო; ამგვარად, იგი დიდად გასცდა იმ არისტოკრატულ წრეებს,
რომელსაც მისი მშობლები მიეკუთვნებოდნენ.
1927 წელს დავითის ოჯახი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა და ნიუ-იორკში დასახლდა. 1942 წელს, იმ პერიოდში, როდესაც II მსოფლიო ომი მძვინვარებდა, იგი იეილის უნივერსიტეტში მიიღეს და, ამასთან ერთად, აშშ–ს არმიის რეზერვშიც ჩაეწერა. დავითი სამხედრო სამსახურში 1943 წელს, თითქმის პირველი კურსის დახურვისთანავე გაიწვიეს. თუმცა ევროპისა და წყნარი ოკეანის აუზის ფრონტის ხაზზე დაწინაურებული ამერიკული არმიის რიგებში ბრძოლა მას არ ეწერა. ახალაშენებულ პენტაგონის შენობაში დადგმულმა IBM–ის კომპიუტერულმა დანადგარმა გამოავლინა, რომ დავითმა რუსული ენა იცოდა და ამიტომ ქემფ რიჩიში, მერილენდის შტატში, სამხედრო დაზვერვის განყოფილებაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გააგზავნეს.
დავითი პირველად ლინგვისტების ჯგუფში გაანაწილეს, სადაც ყველას მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ჰქონდა, მაგრამ, მოგვიანებით, რუსულ განყოფილებაში გადაიყვანეს. გადამზადების შემდეგ იგი საველე პრაქტიკის გასავლელად მთებში წაიყვანეს, სადაც გერმანელთა ფეხოსან არმიასთან, არტილერიასა და ტანკებთან შეჯახება საკმაოდ რეალისტურად იყო სიმულირებული. ამ სავარჯიშოს დროს ჯარისკაცებს საცრემლე გაზით დაესხნენ თავს და დავითი ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ჯარისკაცს შორის, ვინც მოიფიქრა და გაზსაწინააღმდეგო ნიღბები აიფარა. ჭკუისა და ინიციატივის ამგვარმა გამოვლინებებმა მალე მას დაწინაურება და შტაბის სერჟანტის წოდება მოუტანა.
1943 წლის ოქტომბერში დავითი ალასკაზე გააგზავნეს იმ სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც რუსული ენის ცოდნას მოითხოვდა. მაგრამ ამ თანამდებობის დასაკავებლად ოფიცრის ჩინი იყო საჭირო და მომდევნო გაზაფხულზე იგი, როტაციის წესით, ალასკიდან გამოიწვიეს და მის ადგილას ვინმე კირილ ფ. შიშმარიოვი, უმცროსი ლეიტენანტი გააგზავნეს. თუმცა, როდესაც შიშმარიოვი ჩამოვიდა, ყველას გასაკვირად გაირკვა, რომ მან რუსული არ იცოდა. ამ ამბავს დავითისათვის საინტერესო შედეგები მოჰყვა:
ამგვარად, 1944 წლის 24 ივლისს დავითი შეერთებული შტატების არმიის უმცროს ლეიტენანტად დააწინაურეს. მაშინ იგი 20 წლის იყო. ერთი წლის შემდეგ მას უფროსი ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს.
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო – CIA
II მსოფლიო ომის განმავლობაში დავითი თარჯიმნად მუშაობდა და ბევრ ცნობილ რუს პიროვნებას ხვდებოდა. მათ შორის ანდრეი გრომიკოს, რომელიც მოგვიანებით საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. ომის შემდეგ დავითი კვლავ თარჯიმნის ფუნქციას ასრულებდა იმ შეხვედრებზე, რომლებზედაც შეერთებული შტატების, საბჭოთა კავშირის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლები გერმანიის მომავლისა და ომის შემდგომი საერთაშორისო სისტემის შესახებ მსჯელობდნენ. თავისი სამსახურიდან გამომდინარე, დავითი ერთხანს ევროპაში ცხოვრობდა, ძირითადად გერმანიაში, სადაც ძალაუფლების მქონე საბჭოთა დიპლომატებსა და პოლიტიკოსებთან შეხვედრები კვლავ უწევდა. 1950 წელს მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო:
1990 წელს დაწერილ მემუარებში – "გვირგვინები და შინელები სანგრებში: რუსი ბატონიშვილი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში" – დავითი ცენტრალურ სადაზვევრვო სამმართველოში თავისი მუშაობის შესახებ მოგვითხრობს; ეს არის ორგანიზაცია, რომელიც 1947 წელს პრეზიდენტ ჰარი თრუმენის ინიციატივით შეიქმნა, რათა სადაზვერვო მუშაობა ჩაეტარებინა იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომლებიც ომის შემდგომ მსოფლიოში მზარდი გეოპოლიტიკური მეტოქეობის შედეგად წარმოიშვა საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. დავითი ამ დაწესებულებაში, შეიძლება ითქვას, მისი ჩამოყალიბების პერიოდში მოხვდა; იმ დროისათვის, როდესაც იგი სამსახურში აიყვანეს, CIA-ს შტაბს მუდმივი ადგილმდებარეობაც კი არ გააჩნდა, მაგრამ ამ უწყებამ, როგორც აშშ-ს სადაზვერვო სამსახურების საკმაოდ ღირებულმა ერთეულმა, მალე დაიმკვიდრა თავი. სააგენტოში დავითის სამუშაოს დიდ ნაწილს საბჭოთა სამსახურების მუშაობაზე თვალთვალი და მათ წიაღში ფარული კავშირების დამყარება წარმოადგენდა.
1967 წელს სვეტლანა ჯუღაშვილმა, საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის (1878-1953) ქალიშვილმა, რომლის კეთილი ბუნება სრულიად განსვავდებოდა მამამისის მხეცური ხასიათისაგან, დელიში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავშესაფრისათვის მიმართა. აშშ-ში ცხოვრების ნებართვის მიღების შემდეგ სვეტლანა და დავით ჭავჭავაძე მეგობრები გახდნენ, ალბათ, იმიტომ, რომ ნოსტალგია აკავშირებდათ. ერთხელ მან დავითს (რომელიც რევოლუციამდელი და საბჭოთა რუსული სიმღერების უბადლო შემსრულებლად ითვლებოდა) სთხოვა, მასთან ერთად გიტარის აკომპანიმენტზე ემღერა:
გვიანდელი წლები
1974 წელს, 50 წლის ასაკში, დავითმა გადაწყვიტა, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურიდან გადამდგარიყო. მაგრამ მას იმდენად დიდი ღირებულება გააჩნდა სააგენტოსათვის, რომ პირადი სურვილითა და საკუთარი პირობების გათვალისწინებით, კონტრაქტის საფუძველზე მუშაობის გაგრძელება შესთავაზეს.

დავით ჭავჭავაძე პირველ მეუღლესთან, ელენთან და ქალიშვილ მარიასთან ერთად
მან უამრავი სხვა გზაც გამონახა, რომ აქტიური ცხოვრების წესი შეენარჩუნებინა, მას შემდეგ, რაც CIA-ში სამსახურიდან გადადგა. პროფესიონალურ სიმღერაში ძალების მოსინჯვასთან ერთად, მან რამდენიმე წიგნი დაწერა ისტორიისა და პოლიტიკის თემაზე: "დიდი ჰერცოგები, ვლასოვის მოძრაობა: გერმანელების მხარეზე მებრძოლი საბჭოთა მოქალაქეები – 1941-1945" და ზემოთ აღნიშნული "გვირგვინები და შინელები სანგრებში: რუსი ბატონიშვილი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში". ასწავლიდა საგნებს საბჭოთა სისტემის შესახებ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში (ქალაქ ვაშინგტონი), ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტსა და ფეარფაქსში (ვირჯინიის შტატი). კერძო კომპანიების შეკვეთით დავითი გამოკვლევებს ატარებდა ტერორიზმის პოტენციალის შესახებ და ინგლისურ ენაზე რამდენიმე რუსული ნაწარმოებიც გადათარგმნა.
დავითმა სამჯერ იქორწინა. პირველ მეუღლეს, ჰელენ ჰასთედს 1951 წელს შეხვდა და მასთან 1952 წელს იქორწინა. ელენმა რუსული ენა თითქმის სრულყოფილად შეისწავლა და ქართული ფონემების შესახებ დისერტაციაც კი დაწერა. დავითს მასთან ორი შვილი შეეძინა: მარიამი (დაიბადა 1953 წლის 28 აგვისტოს) და ალექსანდრე (დაიბადა 1954 წლის 24 დეკემბერს). დავითი თავის მეორე ცოლს, ჯუდი კლიპინგერს 1957 წელს შეხვდა და 1960 წელს ცოლად მოიყვანა. დავითს მასთანაც ორი შვილი შეეძინა: ქეთრინი (დაიბადა 1960 წლის 29 დეკემბერს) და მაიქლი (დაიბადა 1966 წლის 1 აგვისტოს). 1979 წელს ევგენია დე სმითი გახდა დავითის მესამე ცოლი და ისინი ახლაც ერთად ცხოვრობენ ქალაქ ვაშინგტონში.
1977 წელს, საბჭოთა კავშირში მისი მეორე მოგზაურობის დროს, დავითმა ოფიციალურად მიიღო უფლება, ქალიშვილ მარიასთან ერთად წინანდალში მამამისის საგვარეულო მამული მოენახულებინა. იგი იხსენებს თბილ მიღებას, რომელიც მას თბილისში ჩამოსვლისას მოუწყვეს:
იგი წინანდლის მამულში მოგზაურობას შემდეგნაირად იხსენებს:
წინანდალში ვიზიტმა დავითზე ძალიან იმოქმედა, რადგან მის წინაშე მთელი მისი გამოჩენილი ოჯახის ისტორია გადაიშალა. იგი იხსენებს, რომ ეს ყველაზე უფრო ღირსშესანიშნავი დღე იყო მის ცხოვრებაში. მას სურდა, რომ წინანდალში ერთი ღამე მაინც გაეტარებინა, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს, თუმცა ერთი უფრო მოკრძალებული სურვილი მაინც შეუსრულეს:
დავით ჭავჭავაძის უფროსმა ქალიშვილმა მარიუსიამ გააგრძელა ოჯახის ტრადიცია
როგორც საქართველოს ამერიკელ მეგობართა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა. ეს
ორგანიზაცია ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს საქართველოში მცხოვრებ ქართველ ოჯახებსა
და ბავშვებს. სამედიცინო დახმარება, განათლება, თავშესაფარი და რეაბილიტაცია ობოლი
ბავშვებისთვის, უსახლკაროთათვის, მარტოხელა დედებისათვის და მოხუცებულებისთვის
წარმოადგენს ამ ორგანიზაციის პრიორიტეტებს. როდესაც მარუსიას ჰკითხეს მისი როლის
შესახებ ამ ორგანიზაციაში, მან მოკრძალებულად თქვა რომ, ის მხოლოდ აგრძელებს
ჭავჭავაძეების ტრადიციას და ეხმარება მათ ვისაც ბედმა არ გაუღიმა. ორგანიზაციაზე
დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ
www.afgeorgia.org.

ვიდეოჩანაწერისთვის გამოყოფილი ადგილი
ბიბლიოგრაფიული წყაროები:
- Chavchavadze, David. Crowns and Trenchcoats: A Russian prince in the CIA. New York: Atlantic International Publications, 1990.
- Neves, Carole. Meetings with David Chavchavadze and his wife, Eugenie, Washington DC: 2007 and 2008.
- Pipia, Irakli. Interview with Chavchavadze, David Paul. Video and recording. Washington DC: April 29, 2008.
[ წინ ]