სმითსონი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

ანთროპოლოგიის დეპარტამენტი

ჭავჭავაძეების საგვარეულო გერბი language image Georgian Version English Version

 

ბატონიშვილი ალექსანდრე, მისი მეუღლე და შვილები


წინამდებარე ვებ-გვერდის მთავარ პერსონაჟს ალექსანდრე ჭავჭავაძე მდიდარი, უნიჭიერესი და გავლენიანი ქართველი დიდგვაროვანი წარმოადგენს, რომელიც აგრეთვე მცოდნე დიპლომატი, წარმატებული ადმინისტრატორი, ნიჭიერი პოეტი და გამჭრიახი ბიზნესმენი გახლდათ. მისი განსწავლული და დახვეწილი შვილები, მთელი მემკვიდრეობა, მჭიდროდ უკავშირდება თანამედროვე საქართველოს ფორმირებას და ჩვენი ქვეყნის ევროპასთან ურთიერთობის ჩამოყალიბების მნიშვნელოვან ფაქტორად გვევლინება. მიუხედავად იმისა, რომ ჭავჭავაძეების ავტორიტეტი დიდად გასცდა საქართველოსა და თვით ევროპის ფარგლებსაც კი, ამ ოჯახის ისტორია დღესაც ღრმადაა ჩაბეჭდილი ქართველი ხალხის გონებაში.

ვებ-გვერდის მასალები ეყრდნობა იმ მონათხრობს, რომელსაც სხვადასხვა წყაროები შეიცავენ, მაგრამ რამდენიმე საკითხი კვლავაც გაურკვეველი რჩება. სამწუხაროდ, იმამ შამილის მეომრებისა და საქართველოში შემოჭრილი წითელი არმიის მიერ ალექსანდრეს მამულის დარბევას მხოლოდ რამდენიმე ორიგინალური ჩანაწერი, ფოტო და ოჯახის კუთვნილი ნივთი გადაურჩა. წარმოდგენილ მასალაში მოცემული ზოგიერთი ფაქტი გადამოწმებას არ ექვემდებარება, ქრონოლოგია ბუნდოვანია, ხოლო თავად მრავალფეროვანი მონათხრობი ფართ მასშტაბის მოვლენებს მოიცავს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ აქ წარმოდგენილი ამონარიდები წაახალისებს დაინტერესებულ პირებს, ინფორმაციის უკეთესი წყაროების საგულდაგულო და კრიტიკულ კვლევა შემდგომშიც გააგრძელონ და სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური საკითხების გაცილებით უფრო ღრმა წდომის საფუძველზე იმ დროის რელობის ნამდვილ სურათ შემოგვთავაზონ.


[ წინ ]