The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ჯიქია

ვლადიმერ ჯიქია
დაბადების თარიღი:13 მაისი, 1893
გარდაცვ. თარიღი:12 ივლისი, 1937  (44 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა პეტროგრადის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, პეტროგრადის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებელი და ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტი.

1917 წელს - პეტროგრადის ოლქის სამხედრო სამეთაურო სასწავლებლის კომისარი; 1918 წელს - პეტროგრადის დაცვის მონაწილე; 1919-1921წწ. - პეტროგრადის ოლქის სარდლის მოვალეობის შემსრულებელი; 1919-1922წწ. რედაქტორობდა  ჟურნალ "კრასნი კომანდირს" პეტროგრადში; 1922-1923წწ. საქართველოს სსრ სამხედრო-საზღვაო საქმეთა სახკომი; 1924-1927წწ. "ვოლხოვმშენის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი; 1927-1930წწ. სსრკ-ის ზომა-წონის სახელმწიფო პალატის პრეზიდენტი; 1930 წლიდან ამიერკავკასიის ენერგომშენის მმართველი, რიონჰესის მშენებლობის უფროსი, ერთდროულად მდინარეების ხრამის, იორისა და ალაზნის ენერგეტიკული სქემების დამუშავების ჯგუფის ხელმძღვანელი; 1934-1936წწ. ტრესტ "საქჰიდრომშენის" მმართველი, ხრამჰეს-1-ის მშენებლობის უფროსი, ამიერკავკასიის ფედერაციის სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. 1936 წელს დააპატიმრეს. ბრალად ედებოდა, რომ იყო კონტრრევოლუციური ზინოვიევურ-ტროცკისტული ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური ხელმძღვანელი. 1937 წელს დახვრიტეს. რეპრესირებული.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.174; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.567

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერციული საბჭოთა რესპუბლიკის (ასფსრ) სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, წევრი
  • სკკპ, წევრი (1913-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ლენინის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: