შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ ჩილაჩავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: გულრიფში. დაამთავრა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1980 წელს. 1984 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია აკადემიკოს ლეონიდე სედოვის ხელმძღვანელობით; 1998 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დარგში; კითხულობდა ლექციებს მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის, სოხუმის, თბილისის, ილიას, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტებში. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელია, პროფესორი, ასევე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორია. მისი კვლევის თემა: ასტროფიზიკისა და აკუსტიკის ამოცანების მათემატიკური მოდელირება; მოდელირება ეკოლოგიაში და სოციალურ მეცნიერებებში; თ. ჩილაჩავას სამეცნიერო ხელმძღვანელობით დაცულია 10 სადოქტორო დისერტაცია. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2000). 1983 წლიდან გამოქვექნებული აქვს 180-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკად. ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის აკად. ილია ვეკუას სამახსოვრო მედლის მფლობელი (2022). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.54-55; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი: elibrary.sou.edu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |