შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან მდივანი![]()
ბიოგრაფიადა–ძმა მდივნების – სერგის (სერჟ), დავითის, ნინოს, ალექსის, რუსუდანის (რუსი) წინაპარი ერეკლე II–ის თანამებრძოლი, კავკასიაში რუსების შემოსვლის მოწინააღმდეგე სოლომონ მდივანი იყო. მამა – ზაქარია მდივანი რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის ამალის გენერალ–მაიორი და დემოკრატიული საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილე, დედა – კი პოლონეთის აჯანყების დროს საქართველოში გადმოსახლებული პოლონელების შთამომავალი, ნახევრად ქართველი ელისაბედ სობოლევსკა იყო. სერგი მდივანმა განათლება მიიღო პეტერბურგის, შემდეგ კი ვარშავისა და პარიზის უნივერსიტეტებში. 1921 წელს ზაქარია მდივნის ოჯახი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. ოჯახმა თურქეთის გავლით პარიზს შეაფარა თავი. რუსუდან (რუსი) მდივანი 1928 წელს ცოლად გაჰყვა ესპანელ მხატვარს ხოსე მარია სერტის (ესპანელი მხატვარი-მონუმენტალისტი ხოსე მარია სერტი (1874-1945) დაიბადა ბარსელონაში, მდიდარი მეწარმის ოჯახში. სწავლობდა იეზუიტთა კოლეჯში, შემდეგ ფერწერის სხვადასხვა კოლეჯსა და აკადემიაში. 1899 წელს პარიზში, პოლ სერიუზიეს მიერ დაარსებული ჯგუფის "ნაბის" წევრი გახდა. "ნაბის" წევრები მოდერნიზმის თავისებური ვარიანტის შექმნის გამო დამკვიდრდნენ ხელოვნების ისტორიაში. მისი პირველი ცოლი მისია გოდებსკა-სერტი სიმბოლისტების მუზა იყო). რუსუდანი, თავადაც ნიჭიერი მოქანდაკე, იმხანად პარიზში სასწავლებლად მყოფ ქართველ სტუდენტებთან - ელენე ახვლედიანთან, დავით კაკაბაძესთან, ლადო გუდიაშვილთან და ქეთევან მაღალაშვილთან მეგობრობდა. გარდაიცვალა ტუბერკულოზით. წყარო: kvirispalitra.ge; kvirispalitra.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |