The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოანე მუხრანბატონი

Legal name:ივანე მუხრანბატონი
Date of birth:12 December, 1755
Date of death:1801  (at 45 years)
Category:Nobleman

Biography

ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს წარმომადგენელი, ქართლ-კახეთის სამეფო პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ერეკლე II-ის სიძე (მეფის ასულის ქეთევანის მეუღლე); მუხრანბატონმა, როგორც ერეკლე II-ის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, 1783 წლის 24 ივლისს გ. ჭავჭავაძესთან ერთად გეორგიევსკში ხელი მოაწერა რუსეთის მფარველობაში შესვლის ტრაქტატს; 1784-იდან მუხრანბატონი იყო ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის სახლთუხუცესი; 1784–1795წწ. ერევნის სახანოს (ქართლ-კახეთის სამეფოს ვასალის) მოურავი ("ღუბერნატორი"). 1786 წელს ჩააქრო აჯანყება ნახჭევანში; 1795 წელს კრწანისის ბრძოლაში მეთაურობდა ქართლ-კახეთის ლაშქრის ერთ ნაწილს. გარდაცვალების თარიღი 1801 წელი, სხვა ცნობებით 1799 წელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7.- თბ., 1984. - გვ. 231


Share: