შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუნუ გელაძე![]()
ბიოგრაფიადაიბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა ჟურნალ "დროშას" შტატგარეშე კორესპონდენტად; სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთ "ეკრანის ამბების", ჟურნალ "ახალი ფილმების" მთარგმენლად და კორესპონდენტად, ჟურნალისტთა კავშირის ფოტოპოლიგრაფსტუდიის რედაქტორად, ჟურნალ "დროშის" ლიტერატურულ მუშაკად, ტელეარხ TV7-ის რედაქტორად; პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ და მთარგმნელობით საქმიანობას; იმ პერიოდში იტალიურიდან და რუსულიდან ქართულად თარგმნილი აქვს არაერთი კლასიკოსისა და თანამედროვე მწერლის მოთხრობები, ესეები და ლექსები; მუშაობდა თბილისის ვ. ესვანჯიას სახელობის იტალიურ სკოლა "ცისკარში" პედაგოგად; 2001 წლიდან ცხოვრობს იტალიაში და აქტიურად ეწევა ქართული კულტურის პოპულარიზაციას, მონაწილეობს იტალიის სხვადასხვა ქალაქში გამართულ პოეზიის საერთაშორისო ფესტივალებში, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში; იტალიურად თარგმნილი და გამოცემული აქვს თანამედროვე ქართველი პოეტების ლექსთა კრებულები; 2005 წელს ღვაწლმოსილ ემიგრანტთან ნინო ყაუხჩიშვილთან ერთად მილანში დააარსა ქართულ-იტალიური საზოგადოება "სამშობლო გულით სატარებელი", რომლის თავმჯდომარეა 2011 წლიდან; იტალიის სხვადასხვა ქალაქში სამოცზე მეტი მნიშვნელოვანი ღონისძიება, კონცერტი, გამოფენა თუ კონფერენცია გამართა; პირველად იტალიაში დასტამბა ასგვერდიანი ორენოვანი ილუსტრირებული ჟურნალი "ა ორიენტე", რომელიც სახელოვანი ქართველი და იტალიელი ავტორების სამეცნიერო ნაშრომებსა თუ მხატვრული ლიტერატურის ნიმუშებს მოიცავს; ამ საზოგადოებამ დათო მაღრაძის პოეტური კრებულის "სალვეს" (მთარგმნ. ნუნუ გელაძე), თანამედროვე ქართველ პოეტთა ანთოლოგიის "ვაზი და კალამი" (მთარგმნ. ნუნუ გელაძე), "ვეფხისტყაოსნის" პოეტური თარგმანის (მთარგმნ. ანტონიო ბონელი), დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობის" (მთარგმნ. ქეთი ჩარკვიანი), თეონა დოლენჯაშვილის "მემფისის" (მთარგმნ. მანანა ტოფაძე) პრეზენტაციები მოაწყო; ის მუშაობს კულტურათაშორის მედიატორად და უცხოელთათვის იტალიური ენის შემსწავლელთა კურსის პედაგოგად; იტალიურიდან და რუსულიდან თარგმნილი აქვს: ფრანცისკ ასიზელის, ჯოვანი პაოლო II-ის, ალბერტომორავიას, ალდო პალაცესკის, იტალო კალვინოს, სალვატორე კუაზიმოდოს, ტონინო გუერას, უმბერტო ეკოს, ლეონარდო შაშას, დინო ბუცატის, ჯოვანი პაპინის, ჩეზარე პავეზეს, ვინჩენცო კარდარელის, ელზა მორანტეს, ალესანდრო ბარიკოს, მარიო ლუცის, დავიდე რონდონის, ჯულიანო ლადოლფის, დონატელა ბიზუტის, კლაუდიო პოცანის, იური ნაგიბინის, კარინა ზურაბოვას, ანა ახმატოვას ნაწარმოებები. წყარო: საინფორმაციო პორტალი: news.ge; armuri.georgianforum.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |