Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნატო დარჩია![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1991 წელს; ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა - 1995 წელს. 1994-1995წწ. - ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1995-2000წწ. - სამედიცინო უნივერსიტეტი "საქართველო", ლექტორი; 1995-2002წწ. - ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი; 2002-2004წწ. - აშშ, კალიფორნიის უნივერსიტეტი, დევისი, ფსიქიატრიის დეპარტამენტი, ძილის ლაბორატორია (UCDavis), პოსტ-დოქტორანტი; 2004-2010წწ. - ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2009-2010წწ. - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მკვლევარი; 2010-2013წწ. - ასოცირებული პროფესორი; 2013 წლიდან - სრული პროფესორი. 2001 წელს გავლილი აქვს 5-თვიანი სტაჟირება საფრანგეთში (გი დე შოლიაკის ჰოსპიტალი, მონპელიე, საფრანგეთი); მჭიდრო სამეცნიერო თანამშრომლობა აქვს კალიფორნიის უნივერსიტეტსა და ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან. ძირითადი კვლევითი საკითხები: ძილ-ღვიძილის ციკლის ბაზისური მექანიზმები, ძილი და ასაკი, ძილის დარღვევები; მიღებული აქვს სამეცნიერო ჯილდოები და სამეცნიერო გრანტები; 2017 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატად; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2009 წლიდან. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2006). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.101; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |