შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა კოშორიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს. 1976-1977წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მემბრანოლოგიის ლაბორატორია, ლაბორანტი; 1977-1980წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიოქიმიის კათედრის ასპირანტი; 1980-1988წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიოქიმიის კათედრა, ლაბორანტი; 1988-1997წწ. - ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის კათედრის უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1997-2006წწ. - ბიოქიმიის კათედრის ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთთა ლაბორატორია, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-2009წწ. - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკო-ქიმიური ბიოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ბიოქიმიის კათედრის სრული პროფესორი, ბიოქიმიის კათედრის გამგე, სამეცნიერო კვლევითი ერთეულის – სტრესის მოლეკულური მექანიზმების შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს 60-მდე სამეცნიერო შრომა ნეიროქიმიის განხრით, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალებში; არის 6 სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი. მოპოვებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო გრანტი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.111; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; old.tsu.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.196 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |