The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ემელიანე წერეთელი

ემელიანე წერეთელი
სხვა სახელი:ეკო წერეთელი
ერეკლე წერეთელი
დაბადების თარიღი:1889
გარდაცვ. თარიღი:31 აგვისტო, 1924  (35 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში; იყო ცარისტული არმიის პოდპორუჩიკი, შტაბს-კაპიტანი. I მსოფლიო ომის (1914-1918) დროს იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე პიატიგორსკის 151-ე ქვეითი პოლკის რიგებში. 1915 წლის იანვარში დაიჭრა სოფელს ზალესიესთან. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის  ჯარში, მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მონაწილეობდა ანტისაოკუპაციო მოძრაობაში, იყო ეროვნულ- დემოკრატიული წევრი, 1922 წლიდან იყო "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის" სამხედრო ცენტრის რწმუნებული იმერეთში. 1924 წლის 28 აგვისტოს ჭიათურის აჯანყების დროს გიორგი წერეთლის დროებითმა მთავრობამ კონსტანტინე (კოწია) ჩაჩანიძესთან ერთად ჭიათურის სამხედრო კომენდანტად დანიშნა. პოლკოვნიკ სვიმონ წერეთელთან ერთად სათავეში ედგა იმერეთში 1924 წლის ეროვნული ამბოხებისთვის სამხედრო სამზადისს. აჯანყების ჩახშობის დროს ტყვედ ჩავარდა, მოკლეს შორაპნის სადგურის მახლობლად რკინიგზის ვაგონებში პატიმართა მასობრივი დახვრეტის დროს 1924 წლის 31 აგვისტოს. 1921-1924 წლების ანტისაოკუპაციო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე.

წყარო: არქივის კვალდაკვალ - ზესტაფონი. სპეციალური საარქივო გამოცემა: 1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება შორაპნის მაზრაში / ლევან ჯიქია.-თბ.,: შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, 2014. - გვ. 17-48amp.ka.shops-net.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1915 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი

გააზიარე: