შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ შარვაშიძე![]()
ბიოგრაფიააფხაზეთის მთავარი XVIII-ის II ნახევარში. იგი ოსმალებმა ბზიფის აფხაზეთის მფლობელად მისი უმცროსი ძმის მანუჩარ შარვაშიძის მაგივრად დაამტკიცეს. 1771 წელს სამურზაყანოს მმართველ ლევან შარვაშიძესთან ერთად აუჯანყდა ოსმალებს და სოხუმი დაიკავა. მალე ოსმალებმა სოხუმი დაიბრუნეს. 1780 წელს თავის ძმისწულ ქეილაშ-ბეგთან და სამურზაყანოს მფლობელ ლევანთან ერთად მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროს შემოერთება გადაწყვიტა. კაცია II დადიანმა იმერეთის მეფის დახმარებით დაამარცხა ზურაბ შარვაშიძე რუხის ბრძოლაში. მალე კი ქეილაშ-ბეგმა თურქთა დახმარებით ტახტიდან ჩამოაგდო ის და აფხაზეთის ერთპიროვნული მმართველი გახდა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10.-თბ.,1986.-გვ.689
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |