შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ყვაპუ შარვაშიძე![]()
ბიოგრაფიააფხაზეთის მთავრის ზეგნაყ შარვაშიძის უმცროსი შვილი. საუფლისწულოდ მიიღო მდინარეების ღალიძგასა და ენგურს შორის მდებარე ტერიტორია. მის დროს ეს მხარე აფხაზებით დასახლდა. ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ის გლეხებიც, რომლებიც დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს ეკუთვნოდა, ყვაპუ შარვაშიძემ ტყვეებად გაყიდა. კათალიკოსი დავითი (ნემსაძე) მოითხოვდა, რომ მას ეს საქმიანობა შეეწყვიტა. ყვაპუ შერვაშიძე ცდილობდა დაუფლებოდა მდინარე ენგურის მარცხენა მხარეს. მხოლოდ XVIII საუკუნის დასაწყისში შეძლო სამეგრელოს მთავარმა გიორგი ლიპარტელიანმა იმერეთის მეფე გიორგი აბაშიძის (გიორგი-მალაქია აბაშიძე, გიორგი V) დახმარებით აფხაზ ფეოდალთა შეტევის შეჩერება. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10.-თბ.,1986.-გვ.689
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |