შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე შარვაშიძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა აფხაზეთში, 1827-1831 წლებში პეტერბურგში ვაჟთა კორპუსში სწავლის პერიოდში გაეცნო დეკაბრისტების იდეებს, მოწინავე რუსულ და ევროპულ კულტურას, დაუახლოვდა პეტერბურგში მცხოვრებ და იქ მოსწავლე პროგრესულად მოაზროვნე ქართველ ახალგაზრდობას. მათთან ერთად მონაწილეობა მიიღო მეფის მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ 1832 წლის შეთქმულებაში. 1862 წელს კონსტანტინე შარვაშიძე მონაწილეობდა კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მიერ ი. ბარტოლომეის თავჯდომარეობით შექმნილ აფხაზურ ანბანისა და სასკოლო წიგნების შემდგენელ კომისიაში (აფხაზური ანბანი გამოვიდა თბილსში 1865 წელს). აფხაზეთის მთავრის, გიორგი II შარვაშიძის უმცროსი შვილი. აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძის უმცროსი ძმა და ცნობილი მხატვრის ალექსანდრე შარვაშიძის მამა. აფხაზი საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10.- თბ., 1986.-გვ.689; geni.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |