Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ასათიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბაქო, აზერბაიჯანი. დაპატიმრებამდე იყო სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული რუსთაველის სახ. ინსტიტუტის სწავლული მდივანი; უპარტიო, ბრალად ედებოდა: რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტული, ჯაშუშურ-მავნებლური ორგანიზაციის აქტიური წევრი სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1936 წლის მაისიდან, მას მერე, რაც გადაიბირა აწ უკვე გასამართლებულმა ხალხის მტერმა, სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა კ. შ. ორაგველიძემ, რომელიც ხელმძღვანელობდა აღნიშნულ ორგანიზაციას; ბრალდებული იბირებდა ახალ წევრებს კ/რ ორგანიზაციაში, აბამდა მათ კ/რ ძირგამომთხრელ საქმიანობაში; იყენებდა თავის სამსახურებრივ მდგომარეობას რუსთაველის ინსტიტუტის სწავლული მდივნის თანამდებობაზე და პირადად ეწეოდა მავნებლურ ძირგამომთხრელ საქმიანობას; თავი დამნაშავედ ცნო; მხილებულია, ასევე, გ. ბ. ჯანელიძის ჩვენებებით; გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა: დახვრეტა. წყარო: სსრკს რეპრესიების მსხვერპლთა ღია სია: ge.openlist.wiki; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |