The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხათუნა ცხადაძე

ხათუნა ცხადაძე
დაბადების თარიღი:3 მაისი, 1973  (51 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი მხატვრული თარგმანის განხრით 1996 წელს.
1997 წელს ჟურნალ "ცისკრში" დაიბეჭდა მის მიერ თარგმნილი ტონინო გუერას მინიატურები, იტალო კალვინოსა და ჯანი როდარის პატარა მოთხრობები; ამას მოჰყვა ალესანდრო ბარიკოს "ნოვეჩენტო: მონოლოგი" და სხვა მოთხრობები; 
"ვარდის სახელზე" მუშაობა 2005 წელს დაიწყო და ხუთ წელიწადს თარგმნიდა; შემდეგ მთარგმნელმა გააგრძელა უმბერტო ეკოს წიგნების თარგმნა. 2020 წელს გახდა იტალიის ვარსკვლავის ორდენის კავალერი (Cavaliere dell'Ordine della Stella d'Italia (già Stella della solidarietà italiana).

წყარო: საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი "არილი": arilimag.ge; ქალები საქართველოდან: womenofgeorgia.ge; მედიაჰოლდინგი "კვირა": kvira.gearmuri.georgianforum.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - ლიტერატურული პრემია "საბა" , წლის საუკეთესო თარგმანი
    ფუკოს ქანქარა : რომანი / უმბერტო ეკო, მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე.- თბილისი : დიოგენე, 2016. - 824გვ.
  • 2015 - ლიტერატურული პრემია "საბა" , წლის საუკეთესო თარგმანი
    პრაღის სასაფლაო : რომანი / უმბერტო ეკო, მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე. - თბილისი : დიოგენე, 2015. - 560გვ.
  • 2011 - ლიტერატურული კონკურსი "გალა", წლის საუკეთესო თარგმანი
    ვარდის სახელი : რომანი / უმბერტო ეკო, მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე. - თბილისი : დიოგენე, 2016. - 746გვ.

ბიბლიოგრაფია

  • ვიტა : რომანი / მელანია მაცუკო (მთარგმნელი) // სერია "ლიტერატურული ოდისეა". - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2019. - 581გვ.. - ISBN: 9789941302954
  • თუ ზამთრის ღამით მოგზაური : რომანი / იტალო კალვინო (მთარგმნელი) // სერია "ლიტერატურული ოდისეა". - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2018. - 296გვ.. - ISBN: 9789941238895
  • ფუკოს ქანქარა : რომანი / უმბერტო ეკო (მთარგმნელი). - თბილისი, დიოგენე, 2016. - 824გვ.. - ISBN: 9789941115424
  • ვარდის სახელი : რომანი / უმბერტო ეკო (მთარგმნელი). - თბილისი, დიოგენე, 2016. - 746გვ.. - ISBN: 9789941115295
  • ლუთერული წერილები : პიერ პაოლო პაზოლინი (მთარგმნელი). - თბილისი, საგა, 2016. - 287გვ.. - ISBN: 9789941080913
  • პრაღის სასაფლაო : რომანი / უმბერტო ეკო (მთარგმნელი). - თბილისი, დიოგენე, 2015. - 560გვ.. - ISBN: 9789941115288

გააზიარე: