შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ გაბისიანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ქ. მოსკოვის ფოლადისა და შენადნობების ინსტიტუტი, მეტალურგიის ფაკულტეტი, ინჟინერ-მეტალურგის კვალიფიკაციით 1956 წელს. 1956-1958წწ. - რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ცენტრალური ლაბორატორიის ინჟინერი, ცვლის ოსტატი; 1958-1961წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტი, ასპირანტი; 1962-2006წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე; 2006 წლიდან - სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, მთავარი მკვლევარი სპეციალისტი. ჩატარებული აქვს მრავალი სახელშეკრულებო სამუშაო მოსკოვის და კიევის სათანადო პროფილის საკვლევ-სამეცნიერო ინსტიტუტებთან და ყოფილი საბჭოთა კავშირის მეტალურგიულ ქარხნებთან, მათ შორის, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან (1962-20016წწ.). სამეცნიერო ინტერესები: სპეციალური დანიშნულების ლეგირებული ფოლადების დნობა, ჩამოსხმა, კვლევა. თანაავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომისა და 1 სახელმძღვანელოსი - "ფოლადის მეტალურგია"; მონაწილეობდა საერთაშორისო, საკავშორო და რესპუბლიკურ კონფერენციებში. 24 გამოგონება (პატენტი), ერთი პატენტის ლიცენზია გაყიდულია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ღირებულებით ერთი მილიონი მარკა (1988 წ.). ინჟინერ-მეტალურგი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2000). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.180; ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი: mmi.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |