The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანზორ გაბისიანი

ანზორ გაბისიანი
Date of birth:10 June, 1932  (92 years)
Category:Inventor, Engineer, Scientist

Biography

დაამთავრა ქ. მოსკოვის ფოლადისა და შენადნობების ინსტიტუტი, მეტალურგიის ფაკულტეტი, ინჟინერ-მეტალურგის კვალიფიკაციით 1956 წელს.

1956-1958წწ. - რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ცენტრალური ლაბორატორიის ინჟინერი, ცვლის ოსტატი; 1958-1961წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტი, ასპირანტი; 1962-2006წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე; 2006 წლიდან - სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, მთავარი მკვლევარი სპეციალისტი. ჩატარებული აქვს მრავალი სახელშეკრულებო სამუშაო მოსკოვის და კიევის სათანადო პროფილის საკვლევ-სამეცნიერო ინსტიტუტებთან და ყოფილი საბჭოთა კავშირის მეტალურგიულ ქარხნებთან, მათ შორის, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან (1962-20016წწ.). სამეცნიერო ინტერესები: სპეციალური დანიშნულების ლეგირებული ფოლადების დნობა, ჩამოსხმა, კვლევა. თანაავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომისა და 1 სახელმძღვანელოსი - "ფოლადის მეტალურგია"; მონაწილეობდა საერთაშორისო, საკავშორო და რესპუბლიკურ კონფერენციებში. 24 გამოგონება (პატენტი), ერთი პატენტის ლიცენზია გაყიდულია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ღირებულებით ერთი მილიონი მარკა (1988 წ.). ინჟინერ-მეტალურგი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2000). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.180; ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი: mmi.ge

Awards and Honors

  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში

Bibliography


Share: