The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბახვა ბრეგვაძე

ბახვა ბრეგვაძე
დაბადების თარიღი:17 ივნისი, 1985  (39 წლის)
კატეგორია:მსახიობი, სატელევიზიო სახე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და მოიპოვა საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი 2010 წელს; სწავლა გააგრძელა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში; 2012–2013წწ. სწავლობდა საფრანგეთის ეროვნული კინომატოგრაფიის სკოლაში; ბიზნესსა და მარკეტინგს სწავლობდა კავკასიის ბიზნესის სკოლაში და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე Start up and Scale up-ს გამოყენებითი მეცნიერებების ამსტერდამის უნივერსიტეტში.

2007 წლიდან არის "სარაჯიშვილის" მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის ხელმძღვანელი; 2018 წლის ნოემბრიდან, სამაუწყებლო კომპანია "იმედის" ეთერში გადაცემა "დღის იმედის" წამყვანი; ცნობილია "ბახვას" კინო-გმირის როლით "ფორმულა კრეატივის" მიერ გადაღებულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" და მაღალრეიტინგული მეგა ტელე-შოუებით "ჩვენ ვარსკვლავები ვართ" (Georgian Pop Idol ) და X ფაქტორი (X Factor Georgia); არის სხვადასხვა ღონისძიებებისა და გალა კონცერტების წამყვანი; ის უძღვებოდა 2018 წლის თბილისის მთავარ საახალწლო გალა კონცერტს; 2014 წელს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა გამომცემლობა "რედაქცია N3", რომელიც აერთიანებს ჟურნალებს: კულინART, თორმეტი, Georgia To See და Forbes (Woman); არის ამ ჟურნალების დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი; ფილმოგრაფია: 2014 წელს აქტიურად დაინტერესდა სამსახიობო კარიერით და "ბახვას" როლი შეასრულა "ფორმულა კრეატივის" მიერ გადაღებულ მაღალრეიტინგულ ქართულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" (სეზონი 5, სეზონი 6, სეზონი 7, სეზონი 8, სეზონი 9); 22 წლის ასაკში, რეჟოსორმა არჩილ ქავთარაძემ პირველად გადაიღო კინოფილმში "სუბორდინაცია"; 2015 წელს რეჟისორმა ნიკა მარიმ გადაიღო ფილმში "აუტანელი არდადეგები", 2018 წელს დიტო ცინცაძემ ფილმში "ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა" და კოტე კალანდაძემ ფილმში "დრამერი". ტელეწამყვანი, მსახიობი, გამომცემელი, მარკეტერი და რადიოწამყვანი.


გააზიარე: