შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოფიო კუბლაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1994-1999 წლებში სწავლობდა ჯერ თბილისის, შემდეგ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე; მინიჭებული აქვს ქართული ენის ფილოლოგიის მაგისტრის ხარისხი. 2001-2019წწ. მუშაობდა ქუთაისისა და თბილისის საჯარო თუ კერძო საშუალო სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; არის სერტიფიცირებული პედაგოგი; 2000-2006წწ. მუშაობდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; იყო იმერული დიალექტის შემსწავლელი სამეცნიერო ჯგუფის მეცნიერ-თანამშრომელი, მონაწილეობდა დიალექტურ-ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში; 2012-2022წწ. მუშაობდა ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტად და პროგრამების კოორდინატორად შემდეგ ორგანიზაციებში: "ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის" (ქუთაისი), "SOS ბავშვთა სოფელი" (ქუთაისი), "ღია სახლი" ქუთაისი). ლიტერატურული შემოქმედება: საბავშვო პროზა - თხზულება "მარცვალას ოინები" - გამომცემლობა ინტელექტი, 2024 (კონკურსის "გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი - 2021" ფინალისტი); რომანი "ორი დაბადება" - გამომცემლობა ინტელექტი, 2021; ნოველების კრებული "ოკრიბის ღმერთი" - გამომცემლობა ინტელექტი, 2019 (2020 წელს ლიტერატურული კონკურსის - "ლიტერა" - ფინალისტი, წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში); 2018-2019 წწ. მოთხრობები "გელა", "მონადირე", "გაფუჭებული ტელეფონი", "მესამე მე" - კონკურსის "ვწერ მასწავლებლისთვის" საუკეთესო ათეულის შემადგენლობაშია. "მასამე მე" საპრიზო ადგილის ლაურეატია (2023). მოთხრობები გამოქვეყნებულია ჟურნალ "მასწავლებლის" სპეციალურ გამოცემებში და ინტერნეტგაზეთ "mastsavlebeli.ge"-ზე. "მონადირე", "გელა", მოთხრობების კრებული "ვწერ მასწავლებლისთვის", გამომცემლობა ინტელექტი, 2023; მოთხრობა "ნარინჯისფერი ავტობუსი", ჟურნალი "არილი", 2022, N8 (308); მოთხრობა "როცა სიზმარში დემონი მოდის", გაზეთი "ლიტერატურული გაზეთი", 2021, N294-295; მოთხრობა "გვირაბი", გაზეთი "ლიტერატურული საქართველო", 25 სექტემბერი, 2020, N20; ლექსების კრებული "კარის პოეზია", ელექტრონული წიგნების სახლი - "საბა", 2017. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |