შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე სურგულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 1991 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით 1995 წელს. 1996 წელს ბირმინგემის უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით (ადამიანის უფლებები, დიდი ბრიტანეთი), ; ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემია (ნიდერლანდები) 1997 წელს . 1997-1998წწ. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ დეპარტამენტში;1998-2001წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მესამე მდივანი; 2001-2005წწ. საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში − კონსული; 2005-2006წწ. საქართველოს საერთაშორისო ნავთობის კორპორაცია, თანამშრომლობა გაეროს პროგრამის ფარგლებში; 2006-2007წწ. შევრონ − ტექსაკოს წარმომადგენლობა საქართველოში, გენერალური დირექტორი; 2007-2008წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი; 2009 წლიდან პოლიტიკური პარტიის "თავისუფალი დემოკრატების" აღმასრულებელი საბჭოს წევრი, რეგიონალური განყოფილების უფროსი; 2010-2011წწ. პოლიტიკური პარტია "თავისუფალი დემოკრატები"-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; 2012 წლიდან პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" − ემიგრაციისა და დიასპორის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2012-2014 იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში. 2014-2018წწ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში; 2018 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში – აკრედიტებული სან-მარინოსა და მალტის რესპუბლიკებსა და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WEP). მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.150
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |