შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით რაქვიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1992 წელს. 2008-2010 წწ. იყო რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; მონაწილეობდა ე.წ. ჟენევის დისკუსიებში, ინციდენტებზე რეაგირების და პრევენციის მექანიზმის მუშაობაში; თანათავმჯდომარეობდა საქართველო-აშშ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის სამუშაო ჯგუფს; 2011-2013წწ. მუშაობდა საქართველოს დესპანად ამერიკის შეერთებულ შტატებში; კურირებდა საელჩოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დეპარტამენტებს; აქვს არასამთავრობო და საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. მრავალი წლის განმავლობაში ინსტიტუციურად ავითარებდა სათავგადასავლო ტურიზმს; 2000 წლიდან არის სამთო გამყოლთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი; არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამეთვალყურეო საბჭოს; საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 2016 წლის 24 ოქტომბრიდან 2018 წლის 16 დეკემბრამდე; იგი ბოლო პიროვნება იყო ამ თანამდებობაზე; 2019 წლის 30 აპრილიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეიქმნა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო. წყარო: საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს არქივი: web.archive.org; metronome.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |