შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დოდო ათანელიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით ავტომატიკა და ტელემექანიკა 1961 წელს. 1968 წელს გაიარა ელექტრონული გამომთვლელი მანქანების კურსი, ქალაქი ლენინგრადის რადიო ელექტრონიკის სახალხო უნივერსიტეტში; 1975 წლის 24 დეკემბერს სამეცნიერო შრომისთვის "განუწყვეტელი დამამახსოვრებელი მოწყობილობების ტრანსფორმატორული სტრუქტურების ოპტიმიზაციის ზოგიერთი საკითხები", ი.ვ ლენინის სახელობის პოლიტტექნიკური ინსტიტუტის ქართველ მშრომელთა წითელ-ალმოსანი ორდენის საბჭომ მიანიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; არის 14 სამეცნიერო შრომისა და საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს გამოგონაბათა და აღმოჩენათა სახელმწიფო კომიტეტის მიერ დამტკიცებულ-დაპატენტებული 6 გამოგონების ავტორი; გამონებები: 1 - "ტრიგერი" (ნომრით 190940 დარეგისტრირებულია საბჭოთა კავშირის გამოგონებათა სახელმწიფო რეესტრში 1966 წლის 15 ნოემბერს), 2 - "გრძელვადიანი დამამახსოვრებელი მოწყობილობა" (ნომრით 296148 დარეგისტრირებულია საბჭოთა კავშირის გამოგონებათა სახელმწიფო რეესტრში 1970 წლის 3 დეკემბერს), 3 -"განუწყვეტელი დამამახსოვრებელი მოწყობილობა"-1 (ნომრით 468304 დარეგისტრირებულია საბჭოთა კავშირის გამოგონებათა სახელმწიფო რეესტრში 1974 წლის 25 დეკემბერს), 4 - "განუწყვეტელი დამამახსოვრებელი მოწყობილობა"-2 (ნომრით 490184 დარეგისტრირებულია საბჭოთა კავშირის გამოგონებათა სახელმწიფო რეესტრში 1975 წლის 8 ივლისს), 5 - "ოპტოელექტრონული განუწყვეტელი დამამახსოვრებელი მოწყობილობა" (ნომრით 496603 დარეგისტრირებულია საბჭოთა კავშირის გამოგონებათა სახელმწიფო რეესტრში 1975 წლის 28 აგვისტოს), 6 -"დამამახსოვრებელი მოწყობილობა" (ნომრით 526020 დარეგისტრირებულია საბჭოთა კავშირის გამოგონებათა სახელმწიფო რეესტრში 1976 წლის 28 აპრილს). ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |