შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
საშკა იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაიბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (შალვა გაწერელიას კლასი) 1973 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში; 1978 წლიდან მოღვაწეობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში; ფილმოგრაფია: "კედელი" (გოგი) რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ნინუა (1966); "არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ" (რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე, 1975);"გაქცევა გათენებისას" (კორნეტი, რეჟ. სიკო დოლიძე, 1975); "ჰობოი" (რეჟ. რევაზ კეზელი, 1977); "დათა თუთაშხია" (ვახტანგ შალითური, რეჟ.: გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია, 1978); "ზეიმი" (რეჟ. ირაკლი შავლიაშვილი, 1988); "ოქროს ობობა" (კახი, რეჟ.: მიხეილ ანთაძე, გიორგი (გოგი) ქავთარაძე, დავით კვირცხალია, 1992. მას არაერთი როლი აქვს შესრულებული ქართულ თეატრსა და კინოში; იგი 1993 წელს აფხაზეთის ომში დაიღუპა. თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.136; უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.204-208 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |