შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლოლა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა ქალთა გიმნაზიის კურსები ქალაქ ტფილისში. დაიბადა კოლეჟსკი ასსესორის მიხეილ ტერ-ოსეფის ძე ტერ-ფარსეგოვის და მატილდა ვასილის ასულ ბარტოლდის ოჯახში; 1905 წელს მეუღლესთან - ექიმ ვლადიმერ მახვილაძესთან ერთად ცხოვრობდა ქალქ სოხუმში და ასწავლიდა კერძო სკოლაში; 1905 წლის ნოემბრისა და დეკემბრის განმავლობაში სოხუმის ყველა სასწავლო დაწესებულება დაკეტილი იყო; ამ მხრივ ყველაზე თვალსაჩინო როლი ითამაშა კერძო სკოლის მასწავლებელმა, ექიმის ცოლმა ელეონორა მიხეილის ასულმა მახვილაძემ; ის კრებდა საქალაქო და რეალური სკოლის მოსწავლეებს და ასწავლიდა მათ "მარსელიეზას" სიმღერას; მაგრამ იმ ადგილას სადაც ნათქვამია: "ვამპირი - მეფე", იგი ასწავლიდა სიტყვა "მეფისათვის" "ნიკოლოზი" დაემატებინათ; იგი მოსწავლეებს ეუბნებოდა, რომ არ დამორჩილებოდნენ ხელმძღვანელობას და არ ესმინათ დირექტორისათვის - "ბებერი, დრომოჭმული სულელისათვის". მახვილაძე ბულვარში სიტყვით მიმართავდა ხალხის ტალღას, სადაც ამბობდა, რომ საჭიროა ხალხმა შეამჭიდროვოს თავისი ძალები, რათა ერთიანი ძალით "არ მივცეთ მომაკვდავ მთავრობას ფეხზე წამოდგომის საშუალება"; სახალხო პროცესიებისას ელენა მახვილაძე ხშირად მიუძღოდა მას წითელი დროშით; ელეონორა მახვილაძემ ძიებისას უარი თქვა რაიმე სახის ახსნა-განმარტების მიცემაზე; ძიებისას იგი დაპატიმრებული არ ყოფილა სოხუმის ციხის გადატვირთულობოს და იქ ქალთა განყოფილების არარსებობის გამო; წყარო: პირველი ქალი პარლამენტარები: gza.kvirispalitra.ge; სამხრეთ კავკასია: ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია: feminism-boell.org; ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან / მარიამ ჭანჭალეიშვილი, თამთა მელაშვილი.-თბ.,2020.-გვ.33 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |