The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე გიორგბერიძე

ივანე გიორგბერიძე
დაბადების თარიღი:25 ივლისი, 1906
გარდაცვ. თარიღი:24 ოქტომბერი, 1994  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა მოსკოვის ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო სამეურნეო აკადემია 1934 წელს.

მუშაობა დაიწყო აჯამეთ-ქუთაისის ჯიშთმცოდნეობის გაერთიანებული პუნქტის გამგედ, შემდეგში - ამავე პუნქტის ბაზაზე შექმნილი მეხილეობა-მებოსტნეობის სადგურის გამგედ; პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, 1947-1957წწ. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე მიჰყავდა "სოფლის მეურნეობის საფუძვლების" კურსი; 1953-1956წწ. - ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტის ბოტანიკის კათედრას; 1957-1973წწ. იყო ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის რექტორი; 1959 წლიდან ქუთაისის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი გადატანილ იქნა ქალაქ სოხუმში და მას ეწოდა "საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი"; 1973 წლიდან სამუშაოდ გადავიდა თბილისში, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა გარდაცვალებამდე. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მან დაამუშავა დასავლეთ საქართელოს პირობებში საკონსერვო ბოსტნეულის აგროტექნიკური საკითხები; შეისწავლა მწვანე ბარდის ჯიშების აგროტექნიკა და დანერგა ისინი საქართველოში, როგორც შუალედური კულტურები; მისი ავტორობით და თანაავტორობით გამოყვანილი და სელექციურად გაუმჯობესებულია საკონსერვო ხილ-ბოსტნეულის 23 ჯიში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი (1952), პროფესორი (1961).

წყარო: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები = The rectors of Akaki Tsereteli State University/იმერ ბასილაძე, ნესტან კუტივაძე. -ქუთაისი, 2013. -გვ.98-100; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ. 15-16

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • 1961 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი

ბიბლიოგრაფია

  • სიახლენი მემცენარეობაში : მეთოდური რეკომენდაციები სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტის მსმენელთათვის (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ სოფ. მეურნ. სამინისტრო. მეცნიერებისა და პროპაგანდის სამმართველო, 1982. - 129გვ.

გააზიარე: