შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ქარსელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი სპეციალობით -საკონსერვო წაროების ტექნოლოგია 1970 წელს. 1970-1972წწ. სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტი - "თბილქალაქპროექტი", უფროსი ტექნიკოსი; 1972-1973წწ. ახალგაზრდული ტურიზმის ბიურო "სპუტნიკი", უფროსი რეფერენტი; 1973-1977წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1977-1978წწ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, უფროსი ეკონომისტი; 1978-1979წწ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სამმართველოს უფროსი; 1979-1981წწ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მთავარი სამმართველოს უფროსი; 1981-1986წწ. ხილ-ბოსტნეულის სამინისტროს რესპუბლიკური გაერთიანება "საქსოფლდამზადება" თავმჯდომარის მოადგილე; 1986-1988წწ. ხილბოსტნეულის შენახვისადა გადამუშავების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, დირექტორის მოადგილე; 1988-1989წწ. კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, დირექტორის მოადგილე; 1989-1994წწ. სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება, გენერალური დირექტორის მოადგილე; 1994-1995წწ. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქაქრთველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.336 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |