The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ქარუმიძე

ზურაბ ქარუმიძე
დაბადების თარიღი:17 ივნისი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1972 წელს; შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი სპეციალობით სოფლის მეურნეობის ეკონომიკა და ორგანიზაცია 1986 წელს.

1965-1966წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის პიონერთა სახლი, უფროსი ინსპექტორი; 1967-1971წწ. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტი, რეჟისორის ასისტენტი; 1971-1972წწ. საქართველოს კომკავშირის ცეკას რეფერენტი; 1972-1973წწ. საქართველოს კომკავშირის ცეკას პროპაგანდისა და კულტმასობრივი მუშაობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1973-1979წწ. კომკავშირის კასპის რაიკომის პირველი მდივანი; 1979-1990წწ. სახალხო კონტროლის კასპის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარე; 1991-1994წწ. კასპის სასურსათო კომბინატი, დირექტორის მოადგილე; 1994-1996წწ. მთაწმინდის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია, ფიზიკური დაბეგვრის განყოფილების გამგე; 1996 წელს- კასპის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1996-1999წწ. კასპის რაიონის გამგებელი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №30 კასპის სააჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.336

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2003)

გააზიარე: