შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელისაბედ ბეჟანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. ელისაბედ ბეჟანიძე 30 წლის განმავლობაში იყო სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიასთან არსებული დედათა მონასტრის წინამძღვარი და მონასტერთან არსებული ქალთა ქართულ–ფრანგული სასწავლებლის ხელმძღვანელი. იგი უანგაროდ ემსახურებოდა ოსმალეთში გახიზნული ქართველების ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეს. აქტიურად მონაწილეობდა მონასტერში დაფუძნებულ ქართული კულტურის კლუბში; აწყობდა საღამოებს, სადღესასწაულო შეხვედრებს; ერთმანეთთან აკავშირებდა ქრისტიან და მუსლიმ ქართველობას, აცნობდა მათ ქართული კულტურის მიღწევებს. ქართული კულტურის კლუბში 1908 წელს ჩატარდა აკაკი წერეთლის საიუბილეო საღამო და გაიხსნა მისივე სახელობის ბიბლიოთეკა; 1919 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნებოდა 26 მაისი-საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ. ელისაბედ ბეჟანიძემ გადაწყვიტა ახალციხესა და ბათუმში ქალთა სასწავლებლების გახსნა. ამ მიზნით, 1920 წლის მაისში მან იმოგზაურა საქართველოში და თავისი გადაწყვეტილება გააცნო საქართველოს მთავრობას და თანხმობაც მიიღო, მაგრამ საქართველოში მექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ და ბოლშევიკური მმართველობის დამკვიდრებამ ამ გადაწყვეტილების განხორციელებას ხელი შეუშალა. 1921 წლის მარტში ელისაბედ ბეჟანიძემ საქართველოდან ლტოლვილი მთავრობის ქალთა წარმომადგენლობას უმასპინძლა, ისინი დედათა მონასტერში რამდენიმე ხანს ცხოვრობდნენ.
წყარო: ქალთა ემანსიპაცია საქართველოში: XIX - XX საუკუნეები: issuu.com (გვ.35
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |