შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიანორ ანჩაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის ვაჟთა 1-ლი გიმნაზია 1908 წელს; პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1914 წელს. დაიბადა პოდპოლკოვნიკ თავად ტარას (თარაშ) ანჩაბაძის და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრის, მარიამ დადიანი-ანჩაბაძისას ოჯახში; მისი ძმები (მ. შ. ვალერიან ანჩაბაძე) სამხედრო სამსახურში იყვნენ; ანჩაბაძე I მსოფლიო ომში მონაწილეობდა, როგორც სამხედრო ექიმი; 1918-1921წწ. იყო აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრი სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიიდან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად საკონსტიტუციო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრი, აფხაზეთის კომისარიატის სამედიცინო-სანიტარული განყოფილების უფროსი; საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სხვადასხვა დროს იყო რსფსრ ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარიატის მთავარი რწმუნებული აფხაზეთის კურორტებზე (1921-1928), 1928-1937წწ. აფხაზეთის ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარი; დახვრიტეს მასობრივი რეპრესიების დროს კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით; მისი მეუღლე — ვერა შენგელაია 7 წლით "გულაგის" ბანაკში იყო გამწესებული; მათი შვილი იყო შემდგომში ცნობილი ისტორიკოსი ზურაბ ანჩაბაძე. საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, აფხაზეთის თავადთა საგვარეულოს წარმომადგენელი. წყარო: სსრკ-ს რეპრესიების მსხვერპლთა ღია სია: ge.openlist.wiki
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |